a) საინკუბაციო კვერცხი მიღებული უნდა იქნეს იმ გუნდიდან, რომელიც:
(i) არ არის ვაქცინირებული; ან
(ii) ვაქცინირებულია არააქტივირებული ვაქცინით, ან
(iii) ვაქცინირებულია ცოცხალი ვაქცინით იმ პირობით, თუ ვაქცინაცია განხორციელდა საინკუბაციო კვერცხის მოგროვებიდან მინიმუმ 30 დღით ადრე;
b) არ უნდა მოხდეს ერთი დღის ასაკის წიწილების (მათ შორის სანადირო ფრინველის რეპოპულაციისთვის განკუთვნილი წიწილების) ვაქცინაცია ნიუკასლის დაავადების წინააღმდეგ, და ასეთი წიწილები მიღებული უნდა იქნეს:
(i) საინკუბაციო კვერცხიდან, რომელიც აკმაყოფილებს (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, და
(ii) სანაშენედან, სადაც დამკვიდრებული სამუშაო პრაქტიკა უზრუნველყოფს აღნიშნული კვერცხების ინკუბაციას იმ კვერცხებისგან სრულიად განსხვავებულ დროსა და ადგილზე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;
d) სანაშენე და მწარმოებლური შინაური ფრინველი:
1. დაუშვებელია ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, და
2. გაგზავნამდე 14 დღის განმავლობაში იზოლირებული უნდა იქნეს სადგომში ან საკარანტინო პუნქტში სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ. აღნიშნულთან მიმართებაში, სიტუაციიდან გამომდინარე, წარმოშობის სადგომში ან საკარანტინო პუნქტში არსებულ არცერთ შინაურ ფრინველს არ უნდა ჩაუტარდეს ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტვირთის გაგზავნამდე 21 დღის განმავლობაში, და დაუშვებელია ამ პერიოდის განმავლობაში გასაგზავნად გამოუსადეგარი ფრინველის შეყვანა სადგომში ან საკარანტინო პუნქტში; გარდა ამისა, დაუშვებელია საკარანტინო პუნქტში ვაქცინაციის ჩატარება; და
3. გაგზავნამდე 14 დღის განმავლობაში უნდა დაექვემდებაროს რეპრეზენტატიულ სეროლოგიურ ტესტირებას ნიუკასლის დაავადების ანტისხეულების გამოვსავლენად, და მიღებული ტესტის შედეგი უნდა იყოს უარყოფითი 33(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად მიღებული დეტალური წესების შესაბამისად;
d) საკლავი შინაური ფრინველი აღებული უნდა იქნეს გუნდიდან, რომელიც:
1. აკმაყოფილებს (c)(iii) ქვეპუნქტის მოთხოვნებს იმ შემთხვევაში, თუ არ არის ვაქცინირებული ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინით;
2. თუ ვაქცინირებულია, გაგზავნამდე 14 დღის განმავლობაში და რეპრეზენტატიული ნიმუშის საფუძველზე, დაექვემდებარა ნიუკასლის დაავადების ვირუსის გამოყოფის ტესტს 33(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად მიღებული წესების შესაბამისად.
2. თუ წევრ სახელმწიფოს ან წევრი სახელმწიფოს ერთ ან რამდენიმე რეგიონს სურს გამოცხადდეს ისეთ ადგილად, სადაც არ ტარდება ნიუკასლის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მათ უნდა წარადგინონ მე-16(1) მუხლით გათვალისწინებული პროგრამა. კომისია შეისწავლის წევრი სახელმწიფოების მიერ წარდგენილ პროგრამებს. პროგრამები შესაძლოა დამტკიცდეს მე-16(1) მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად, 33(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის დაცვით.
იგივე პროცედურის შესაბამისად შესაძლოა განისაზღვროს ნებისმიერი ზოგადი თუ კონკრეტული დამატებითი გარანტია, რომელიც შესაძლოა საჭირო იყოს გაერთიანების ფარგლებში ვაჭრობისთვის.
თუ რომელიმე წევრი სახელმწიფო ან წევრი სახელმწიფოს რომელიმე რეგიონი ჩათვლის რომ მან მიაღწია სტატუსს, რომლის თანახმადაც აღარ არის საჭირო ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, აღნიშნული სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კომისიაში განაცხადი უნდა შევიდეს 33(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
წევრი სახელმწიფოს ან რეგიონის სტატუსის განსაზღვრისას, რომლის თანახმადაც არ არის საჭირო ნიუკასლის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, გათვალისწინებული უნდა იქნეს მე-17(1) მუხლით განსაზღვრული მონაცემები, კერძოდ კი შემდეგი კრიტერიუმები:
a) შინაურ ფრინველში ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაშვებული არ უნდა იქნეს წინა 12 თვის განმავლობაში, გარდა სპორტული დანიშნულების მტრედის სავალდებულო ვაქცინაციისა „გაერთიანების ფარგლებში ნიუკასლის დაავადების კონტროლის ღონისძიებათა შემოღების შესახებ“ საბჭოს 1992 წლის 14 ივლისის დირექტივის 92/66/EEC11 მე-17(3) მუხლის თანახმად;
b) უნდა განხორციელდეს სანაშენე ფრინველის გუნდების სეროლოგიური მონიტორინგი ნიუკასლის დაავადების არსებობაზე მინიმუმ წელიწადში ერთხელ 33(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით მიღებული დაწვრილებითი წესების შესაბამისად;
c) სადგომები უნდა შეიცავდეს შინაურ ფრინველს, რომელსაც ჩატარებული აქვს ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია წინა 12 თვის განმავლობაში, სპორტული დანიშნულების მტრედების გარდა რომელთა ვაქცინაციაც უნდა განხორციელდეს დირექტივის 92/66/EEC მე-17(3) მუხლის შესაბამისად.
3. 33(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად კომისიას უფლება აქვს შეაჩეროს სტატუსი, რომლის თანახმადაც საჭირო არ არის ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, შემდეგ შემთხვევებში:
a) თუ წარმოდგენილია ნიუკასლის დაავადების მძიმე ეპიზოოტია, რომელიც კონტროლის ქვეშ ვერ ექცევა; ან
b) თუ ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნა, რომლებიც კრძალავს ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო გეგმიური ვაქცინაციის სისტემატიურად ჩატარება