a. ახალი, აღნიშნული მიზნისათვის შექმნილი ერთჯერადი კონტეინერებით, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთხელ და შემდეგ განადგურდეს; ან

b. მრავალჯერადი გამოყენების კონტეინერებით, იმ პირობით თუ ხდება მათი გაწმენდა და დეზინფექცია.

2. ნებისმიერ შემთხვევაში პირველი აბზაცით გათვალისწინებული კონტეინერები უნდა:

a. გამოიყენებოდეს მხოლოდ ერთიდაიგივე სახეობის, კატეგორიისა და ტიპის შინაური ფრინველის ერთი დღის ასაკის წიწილებისა და კვერცხების განსათავსებლად, რომლებიც მიღებულია ერთიდაიგივე საწარმოდან,b. იყოს ეტიკეტირებული მათზე შემდეგი ინფორმაციის დატანით:

1. წარმოშობის წევრი სახელმწიფოს ან რეგიონის სახელწოდება;

2. წარმომავლობის საწარმოს სარეგისტრაციო ნომერი II დანართის, I(2) თავის თანახმად;

3. თითოეულ ყუთში განთავსებული წიწილების ან კვერცხების რაოდენობა;

4. შინაური ფრინველის სახეობები, რომელთაც განეკუთვნება კვერცხები ან წიწილები.

3. ტრანსპორტირების მიზნით ყუთები, რომლებშიც განთავსებულია ერთი დღის ასაკის წიწილები და საინკუბაციო კვერცხები, შესაძლოა დაჯგუფდეს შესაბამის კონტეინერებში. კონტეინერებზე მითითებული უნდა იყოს ამგვარად დაჯგუფებული ყუთების რაოდენობა და მე-2 აბზაცის (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

4. სანაშენე და მწარმოებლური შინაური ფრინველის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ხის ყუთებით ან გალიებით:

a. რომლებშიც განთავსებულია მხოლოდ ერთიდაიგივე სახეობის, კატეგორიისა და ტიპის შინაური ფრინველი, რომელიც მიღებულია ერთიდაიგივე საწარმოდან;

b. რომლებზეც მითითებულია წარმომავლობის საწარმოს სარეგისტრაციო ნომერი II დანართის I(2) თავის თანახმად.

5. სანაშენე და მწარმოებლური შინაური ფრინველი და ერთი დღის ასაკის წიწილები დაუყოვნებლივ უნდა იქნან გადაყვანილი დანიშნულების საწარმოში ისე, რომ გამოირიცხოს მათი კონტაქტი სხვა ცოცხალ ფრინველებთან, სანაშენე და მწარმოებლური შინაური ფრინველის ან ერთი დღის ასაკის წიწილების გარდა, რომლებიც აკმაყოფილებენ წინამდებარე დირექტივის პირობებს. საკლავი შინაური ფრინველი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი დანიშნულების სასაკლაოზე ისე, რომ გამოირიცხოს მისი კონტაქტი სხვა შინაურ ფრინველთან, გარდა იმ საკლავი შინაური ფრინველისა, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე დირექტივის პირობებს. შინაური ფრინველი, რომელიც განკუთვნილია სანადირო ფრინველის რეპოპულაციისთვის, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი დანიშნულების ადგილზე ისე, რომ გამოირიცხოს მათი კონტაქტი სხვა შინაურ ფრინველთან, გარდა სანადირო ფრინველის რეპოპულაციისთვის განკუთვნილი ფრინველისა, რომლებიც აკმაყოფილებს წინამდებარე დირექტივის პირობებს.

6. ხის ყუთები, გალიები და სატრანსპორტო საშუალებები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ:

a. თავიდან იქნეს აცილებული ექსკრემენტების დაკარგვა და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ბუმბულის დაკარგვა ტრანზიტის დროს;

b. შესაძლებელი იყოს შინაური ფრინველის ვიზუალური შემოწმება;

c. შესაძლებელი იყოს გაწმენდა და დეზინფექციის ჩატარება.

7. სატრანსპორტო საშუალებები და, თუ ერთჯერადი არაა, ასევე კონტეინერები, ხის ყუთები და გალიები, დატვირთვამდე და გადმოტვირთვამდე უნდა გაიწმინდოს და დეზინფექცია ჩაუტარდეს წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მითითებების დაცვი