1. 22-ე მუხლიდან გამონაკლისის დაშვებით, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას წიწილების პირდაპირი ტრანსპორტირება დამცავ ზონაში მდებარე სადგომებიდან იგივე წევრი სახელმწიფოს სხვა სადგომებში ან ამ სადგომების ფარდულებში, უპირატესად დამცავ და საკონტროლო ზონებს გარეთ, შემდეგი პირობების დაცვით:
(a) თუ მათი ტრანსპორტირება ხორციელდება კომპეტენტური ორგანოს მიერ ან მისი ზედამხედველობით დალუქული სატრანსპორტო საშუალებებით;
(b) თუ ტრანსპორტირების დროს და დანიშნულების სადგომში გამოიყენება შესაბამისი ბიოუსაფრთხოების ზომები;
(c) თუ ერთი დღის ასაკის წიწილების ჩამოსვლის შემდეგ დანიშნულების სადგომი იმყოფება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ;
(d) იმ შემთხვევაში, თუ მოხდა შინაური ფრინველის გაყვანა დამცავი და საკონტროლო ზონებიდან, მათი გაჩერება დანიშნულების სადგომში უნდა მოხდეს მინიმუმ 21 დღის განმავლობაში.
2. 22-ე მუხლიდან გამონაკლისის დაშვებით, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას დამცავი და საკონტროლო ზონების მიღმა მდებარე სადგომის კვერცხიდან გამოჩეკილი ერთი დღის ასაკის წიწილების პირდაპირი ტრანსპორტირება იგივე წევრი სახელმწიფოს ნებისმიერ სხვა სადგომში, რომელიც უმჯობესია მდებარეობდეს დამცავი და საკონტროლო ზონების ფარგლებს გარეთ იმ პირობით, რომ გამგზავნი სანაშენე თავისი მატერიალურ-ტექნიკური და ჰიგიენური სამუშაო პირობებით უზრუნველყოფს, რომ არ არსებობდეს კონტაქტი ამ კვერცხებსა და სხვა საინკუბაციო კვერცხებს ან ერთი დღის ასაკის წიწილებს შორის ამ ზონების შინაური ფრინველის გუნდებიდან, რომლებსაც აქედან გამომდინარე, აქვთ ჯანმრთელობის განსხვავებული მდგომარეობ