კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონებში შემდეგი ღონისძიებების გამოყენება:

(a) რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად უნდა ჩატარდეს ყველა სადგომის აღწერა;

(b) სახელმწიფო ვეტერინარი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა ეწვიოს ყველა კომერციულ სადგომს შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის კლინიკური გამოკვლევის და, საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ლაბორატორიული ტესტებისთვის ნიმუშების შეგროვების მიზნით; უნდა მოხდეს ასეთი ვიზიტების და მათი შედეგების აღრიცხვა; სახელმწიფო ვეტერინარი ახორციელებს ვიზიტებს არაკომერციულ სადგომებში დამცავი ზონის გაუქმებამდე;

(c) დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს დამატებითი ზედამხედველობის განხორციელება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად, დამცავ ზონაში მდებარე სადგომებში ფრინველის გრიპის ნებისმიერი შემდგომი გავრცელების იდენტიფიცირების მიზნი