მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში ისეთ სადგომში, რომელიც შედგება ორი ან მეტი ცალკეული საწარმოო ერთეულისგან, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისი მე-11(2) მუხლის პირველი ქვეაბზაცით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან იმ საწარმოო ერთეულებისთვის, სადაც განთავსებულია შინაური ფრინველი და სხვა მოშინაურებული ფრინველი და სადაც არ არის ეჭვი მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის არსებობაზე, იმ პირობით თუ ასეთი გამონაკლისები საფრთხეს არ შეუქმნის დაავადების კონტროლს.

აღნიშნული გამონაკლისების დაშვება უნდა მოხდეს მხოლოდ ორ ან მეტ საწარმოო ერთეულთან მიმართებაში, სადაც სადგომის სტრუქტურის, ზომის, მუშაობის, ფრინველების განთავსების ტიპის, კვების, წყლის წყაროს, მოწყობილობა-დანადგარების, პერსონალის და ვიზიტორების გათვალისწინებით, სახელმწიფო ვეტერინარი დარწმუნებულია, რომ ისინი სრულადაა გამოყოფილი სხვა საწარმოო ერთეულისგან იქ არსებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ადგილმდებარეობის და ყოველდღიური მართვის თვალსაზრისი