1. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისი მე-7(2) მუხლის (c) − (e) ქვეპუნქტებიდან, რისკების შეფასების საფუძველზე და სიფრთხილის ზომებისა და გადასაადგილებელი ფრინველების და პროდუქტების დანიშნულების ადგილის გათვალისწინებით.
2. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა, ასევე დაუშვას გამონაკლისი მე-7(2) მუხლის (h) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან არაკომერციულ სადგომებში სხვა მოშინაურებული ფრინველის არსებობის შემთხვევაში.
3. მე-7(2) მუხლის (f) ქვეპუნქტთან მიმართებაში, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას კვერცხების გაგზავნა:
(a) პირდაპირ საწარმოში კვერცხის პროდუქტების საწარმოებლად, რეგულაციის (EC) N 853/2004, III დანართის, X ქვეთავის, II თავის თანახმად, რათა მისი განკარგვა და გადამუშავება მოხდეს რეგულაციის (EC) N 853/2004, II დანართის, IX ქვეთავის შესაბამისად; იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტური ორგანო გასცემს ასეთ ნებართვას, ეს უკანასკნელი უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე დირექტივის III დანართით დადგენილ პირობებს; ან
(b) გასანადგურებლა