1. საეჭვო აფეთქების შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოკვლევა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად ფრინველის გრიპის არსებობის დადგენის ან გამორიცხვის მიზნით და მოაქციოს სადგომი სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ. კომპეტენტურმა ორგანომ, ასევე უნდა უზრუნველყოს მე-2 და მე-3 აბზაცებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება.
2. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს სადგომზე შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
(a) შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის და ყველა შინაური სახეობის ძუძუმწოვრის დათვლა ან, საჭიროების შემთხვევაში, მათი რაოდენობის დაახლოებით განსაზღვრა შინაური ფრინველის ტიპის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის სახეობათა მიხედვით;
(b) სადგომზე თითოეულ კატეგორიაში დაავადებული, მკვდარი ან სავარაუდოდ დაინფიცირებული შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველისა და შინაური სახეობის ყველა ძუძუმწოვრის სავარაუდო რაოდენობის სიის შედგენა; ეს ჩამონათვალი ყოველდღიურად უნდა განახლდეს საეჭვო აფეთქების მთელი პერიოდის განმავლობაში გამოჩეკვის, დაბადებისა და სიკვდილის მაჩვენებლების გათვალისწინებით და მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინოს კომპეტენტურ ორგანოს;
(c) ყველა ფრინველისა და სხვა მოშინაურებული ფრინველის სადგომის შენობებში განთავსება. თუ ეს არაპრაქტიკულია ან თუ მათ კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება, ისინი უნდა მოთავსდნენ იგივე სადგომში რომელიმე სხვა ადგილას ისე, რომ კონტაქტი არ ჰქონდეთ სხვა სადგომების შინაურ ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან. მიღებულ უნდა იქნეს ყველა აუცილებელი ზომა გარეულ ფრინველთან მათი კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით;
(d) აკრძალულია სადგომში შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის შეყვანა ან მათი სადგომიდან გაყვანა;
(e) კომპეტენტური ორგანოს ნებართვის გარეშე და შესაბამისი ბიოუსაფრთხოების ღონისძიებების დაუცველად, როგორიცაა: ფრინველის გრიპის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანა, აკრძალულია შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ტანხორცის, შინაური ფრინველის ხორცის, მათ შორის ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი შიგნეულის (შემდგომში „ფრინველის ხორცი"), შინაური ფრინველის საკვების (შემდგომში „საკვები"), ჭურჭლის, მასალების, ნარჩენების, სკორეს, შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ნაკელის (შემდგომში „ნაკელი"), წუნწუხის, ჭუჭყიანი საგებლის და ნებისმიერი ისეთი რამის გატანა სადგომიდან, რასაც შეუძლია ფრინველის გრიპის გადატანა;
(f) აკრძალულია სადგომიდან კვერცხის გატანა;
(g) ადამიანების, შინაური სახეობის ძუძუმწოვრების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მოწყობილობა-დანადგარების გადაადგილებაზე, ფერმაში ან ფერმიდან, ვრცელდება კომპეტენტური ორგანოს პირობები და ნებართვა;
(h) შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს იმ შენობის შესასვლელსა და გასასვლელში, სადაც იმყოფება შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი, და თავად სადგომის შესასვლელსა და გასასვლელში, კომპეტენტური ორგანოს მითითებების შესაბამისად.
3. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარდება მე-6 მუხლის შესაბამისად („ეპიდემიოლოგიური კვლევა").
4. პირველი აბზაცის მიუხედავად, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა სხვა შემთხვევებში უზრუნველყოს ნიმუშების წარდგენა. ასეთ პირობებში, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა განახორციელოს ქმედებები მე-2 მუხლში მითითებული რამდენიმე ან ყველა ღონისძიების მიღების გარეშ