1. ეპიდემიოლოგიური კვლევის წინასწარი შედეგების საფუძველზე კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია გამოიყენოს მე-2, მე-3 და მე-4 აბზაცებით გათვალისწინებული ღონისძიებები, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ სადგომი მდებარეობს შინაური ფრინველის მაღალი სიმჭიდროვის მქონე ზონაში.

2. გარკვეულ ზონაში ან წევრი სახელმწიფოს მთელს ტერიტორიაზე შეიძლება დაწესდეს დროებითი შეზღუდვები შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის და კვერცხის გადაადგილებაზე და მეფრინველეობის სექტორში გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობაზე. ამგვარი შეზღუდვები შეიძლება გავრცელდეს შინაური სახეობის ძუძუმწოვრების გადაადგილებაზე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დასაბუთების გარეშე არ უნდა აჭარბებდეს 72 საათს.

3. მე -11 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გამოყენებული იქნეს სადგომებში. თუმცა, თუ პირობები ამის საშუალებას იძლევა, აღნიშნული ღონისძიებების გამოყენება შეიძლება შემოიფარგლებოდეს ინფიცირებაზე საეჭვო შინაური ფრინველით ან სხვა მოშინაურებული ფრინველით და მათი საწარმოო ერთეულებით. შინაური ფრინველისგან ან სხვა მოშინაურებული ფრინველისგან ნიმუშები აღებული უნდა იქნეს დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად, თუ ფრინველი დახოცილია საეჭვო აფეთქების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.

4. მეურნეობის გარშემო შეიძლება დაწესდეს დროებითი კონტროლის ზონა და ამ ზონის ფარგლებში არსებულ სადგომებზე საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს მე-7(2) მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე ან ყველა ღონისძიება.

თავი IV

მაღალპათოგენური ფრინველის გრიპი (HPAI)

ქვეთავი 1

სადგომები, ცალკე საწარმოო ერთეულები და საკონტაქტო სადგომე