1. წევრმა სახელწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ეპიდემიოლოგიური კვლევის დაწყება 62-ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების ფარგლებში დადგენილი კითხვარის საფუძველზე.

2. ეპიდემიოლოგიური კვლევა უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგს:

(a) პერიოდის ხანგრძლივობას, რომლის განმავლობაშიც ფრინველის გრიპი შეიძლება არსებობდეს სადგომზე ან სხვა ობიექტში ან სატრანსპორტო საშუალებებში;

(b) ფრინველის გრიპის სავარაუდო წარმოშობას;

(c) საკონტაქტო სადგომის იდენტიფიცირებას;

(d) შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის, პირების, ძუძუმწოვრების, სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა ისეთი საშუალებების გადაადგილებას, რომელთა საშუალებითაც შეიძლება გავრცელდეს ფრინველის გრიპი.

3. კომპეტენტური ორგანო უნდა ითვალისწინებდეს ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებს:

(a) წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული დაავადების დამატებითი კონტროლის ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას; და

(b) წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული გამონაკლისების დაშვებას.

4. თუ ეპიდემიოლოგიური კვლევა იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ფრინველის გრიპი შეიძლება გავრცელებულიყო ერთი წევრი სახელმწიფოდან სხვა წევრ სახელმწიფოში, კომისიას და სხვა შესაბამის წევრ სახელმწიფოებს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოთ კვლევის ყველა შედეგის შესახებ.

თავი III

საეჭვო აფეთქე