წინამდებარე დირექტივის მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

1. „ფრინველის გრიპი“ ნიშნავს გრიპის ნებისმიერ ინფექციას, რომელიც აღწერილია I(1) დანართში;

2. „მაღალპათოგენური ფრინველის გრიპი (HPAI)“ ნიშნავს ფრინველის გრიპის ნებისმიერ ინფექციას, რომელიც აღწერილია I (2) დანართში:

3. „დაბალპათოგენური ფრინველის გრიპი (LPAI)“ ნიშნავს ფრინველის გრიპის ნებისმიერ ინფექციას, რომელიც აღწერილია I (3) დანართში;

4. „შინაური ფრინველი“ ნიშნავს ყველა ფრინველს, რომელთა მოშენება ან გამოზრდა ხდება ტყვეობაში, სამომხმარებლო დანიშნულების ხორცის ან კვერცხის ან სხვა პროდუქტების წარმოების, სანადირო ფრინველის მარაგის შევსების მიზნით ან ამ კატეგორიის ფრინველების წარმოებასთან დაკავშირებული მოშენების პროგრამის მიზნებისთვის;

5. „გარეული ფრინველი“ ნიშნავს თავისუფლად მცხოვრებ ფრინველს, რომელიც არ იმყოფება მე-8 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სადგომზე;

6. „სხვა მოშინაურებული ფრინველი“ ნიშნავს შინაური ფრინველის გარდა სხვა ნებისმიერ ფრინველს, რომელიც მე-4 ქვეპუნქტში მითითებული მიზეზების გარდა სხვა მიზეზით იმყოფება ტყვეობაში, მათ შორის ფრინველები, რომლებიც იმყოფებიან ტყვეობაში შოუსთვის, კონკურსებისთვის, გამოფენებისთვის, შეჯიბრებებისთვის, მოშენებისთვის ან გასაყიდად;

7. „შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის ოფიციალურად დარეგისტრირებული იშვიათი ჯიშები“ ნიშნავს ნებისმიერ შინაურ ფრინველს ან სხვა მოშინაურებულ ფრინველს, რომლებიც 62-ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის ფარგლებში, კომპეტენტურმა ორგანომ ოფიციალურად აღიარა იშვიათ ჯიშებად;

8. „სადგომი“ ნიშნავს ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო ან სხვა ობიექტს, მათ შორის სანაშენეს, ცირკს, ზოოპარკს, შინაური ფრინველის მაღაზიას, ფრინველის ბაზარს და ფრინველთა ვოლიერებს, სადაც ხდება ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის მოშენება და გამოზრდა. თუმცა, ეს განმარტება არ მოიცავს სასაკლაოებს, სატრანსპორტო საშუალებებს, საკარანტინო ობიექტებს და ცენტრებს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და ლაბორატორიებს, რომელთაც კომპეტენტური ორგანოების მიერ მინიჭებული აქვთ ფრინველის გრიპის ვირუსის შეჩერების უფლებამოსილება;

9. „კომერციული შინაური ფრინველის სადგომი“ ნიშნავს სადგომს, სადაც ხდება შინაური ფრინველის გამოზრდა კომერციული მიზნებისთვის;

10. „არაკომერციული სადგომი“ ნიშნავს სადგომს, სადაც ხდება შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გამოზრდა მეპატრონეების მიერ:

(a) პირადი მოხმარებისთვის ან გამოყენებისთვის;

(b) სახლის ბინადარი მოშინაურებული ცხოველის სახით;

11. „შინაური ფრინველების მოსათავსებელი გალია“ ან „სხვა მოშინაურებული ფრინველის მოსათავსებელი გალია“ ნიშნავს ბიოუსაფრთხოების მართვის საერთო სისტემის მქონე სადგომს ან სადგომებს, სადაც მოთავსებულია შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის პოპულაციის ქვეჯგუფი ფრინველის გრიპთან მიმართებაში გამორჩეული ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომლებიც ექვემდებარებიან შესაბამისი ზედამხედველობის, კონტროლის და ბიოუსაფრთხოების ღონისძიებებს;

12. „გუნდი“ ნიშნავს ერთი საწარმოო ერთეულის ფარგლებში მყოფ ყველა შინაურ ფრინველს ან სხვა მოშინაურებულ ფრინველს;

13. „საწარმოო ერთეული“ ნიშნავს სადგომის ერთეულს, რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო ვეტერინარის მოთხოვნებს, ადგილმდებარეობით იმავე მეურნეობაში არსებული სხვა ერთეულებისგან, მისი სრული დამოუკიდებლობისა და მასში არსებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ყოველდღიური მართვის თვალსაზრისით.

14. „ერთი დღის ასაკის წიწილა" ნიშნავს 72 საათზე ნაკლები ასაკის ყველა შინაურ ფრინველს, რომელსაც ჯერ არა აქვს მიღებული საკვები, და, ასევე მუსკუსის იხვებს (Cairina moschata) ან 72 საათზე ნაკლები ასაკის მათ ნაჯვარებს, საკვების მიღების მიუხედავად;

15. „დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო“ ნიშნავს 50(1)-ე მუხლით გათვალისწინებულ დიაგნოსტიკურ სახელმძღვანელოს;

16. „დაინფიცირებაზე საეჭვო შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი" ნიშნავს ნებისმიერ შინაურ ფრინველს ან სხვა მოშინაურებულ ფრინველს, რომელსაც აღენიშნება კლინიკური ნიშნები და სიკვდილის შემდგომი დაზიანებები ან რეაქცია ლაბორატორიულ ტესტებზე, რომელიც არ იძლევა ფრინველის გრიპის არსებობის გამორიცხვის საშუალებას;

17. „მეპატრონე“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან პირებს, რომელსაც ჰყავს შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი ან ეკისრება პასუხისმგებლობა მათ ყოლაზე როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული მიზნებისათვის;

18. „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს წევრი სახელმწიფოს ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ფიზიკური შემოწმება ან ადმინისტრაციული ფორმალობები, წინამდებარე დირექტივის შესაბამისად ან ნებისმიერი ორგანო, რომელსაც გადაეცემა აღნიშნული უფლებამოსილება;

19. „სახელმწიფო ვეტერინარი“ ნიშნავს კომპეტენტური ორგანოს მიერ დანიშნულ ვეტერინარს;

20. „სახელმწიფო ზედამხედველობა“ ნიშნავს კომპეტენტური ორგანოს მიერ ფრინველის გრიპთან დაკავშირებით სადგომში არსებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის ან ძუძუმწოვრების ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლიან მონიტორინგს;

21. „სახელმწიფო კონტროლი" ნიშნავს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებულ ზომებს იმის დასადასტურებლად, რომ წინამდებარე დირექტივის მოთხოვნები და სახელმწიფო ორგანოს ნებისმიერი მითითება ამ მოთხოვნების შესრულების შესახებ სრულდება ან შესრულებულია;

22. „დახოცვა“ ნიშნავს დაკვლის გარდა ნებისმიერ სხვა პროცესს, რომელიც იწვევს ძუძუმწოვრების, შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის სიკვდილს;

23. „დაკვლა“ ნიშნავს ნებისმიერ პროცესს, რომელიც იწვევს ძუძუმწოვრების, შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის სიკვდილს სისხლისაგან დაცლით ადამიანის მიერ მოხმარების მიზნით;

24. „განადგურება“ ნიშნავს ცხოველური სუბპროდუქტების შეგროვების, ტრანსპორტირების, შენახვის, განკარგვის, დამუშავების და გამოყენების ან განადგურების ქმედებას:

(a) რეგულაციის (EC) N 1774/2002 თანახმად; ან

(b) 64(2)-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად მიღებული წესების თანახმად.

25. „გაერთიანების ვაქცინის ბანკი“ ნიშნავს შესაბამის ობიექტს, რომელიც 58(1)-ე მუხლის შესაბამისად, განკუთვნილია ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგის შესანახად;

26. „საკონტაქტო სადგომი“ ნიშნავს სადგომს, საიდანაც შეიძლება მომდინარეობდეს ფრინველის გრიპი და სადაც ის შეიძლება იქნეს შეტანილი მისი ადგილმდებარეობის, ადამიანების, ფრინველების ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შედეგად ან სხვა გზით;

27. „საეჭვო აფეთქება" ნიშნავს სადგომს, სადაც კომპეტენტურ ორგანოს აქვს ფრინველის გრიპის არსებობის ეჭვი;

28. „აფეთქება“ ნიშნავს სადგომს, სადაც ფრინველის გრიპის არსებობა დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ;

29. „პირველადი აფეთქება“ ნიშნავს აფეთქებას, რომელიც ეპიდემიოლოგიურად არ არის დაკავშირებული წინა აფეთქებასთან წევრი სახელმწიფოს იმავე რეგიონში, როგორც ეს განსაზღვრულია „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვითა და ღორებით გაერთიანებისშიდა ვაჭრობაზე ზემოქმედების ცხოველთა ჯნმრთელობის პრობლემების შესახებ“ საბჭოს 1964 წლის 26 ივნისის დირექტივის 64/432/EEC მე-2(2) მუხლის (p) ქვეპუნქტით14, ან პირველ აფეთქებასთან იგივე წევრი სახელმწიფოს სხვა რეგიონში;

30. „ინფიცირებულ და ვაქცინირებულ ცხოველებს შორის დიფერენცირების (DIVA) სტრატეგია” ნიშნავს ვაქცინაციის სტრატეგიას, რომელიც იძლევა ვაქცინირებულ/ინფიცირებულ და ვაქცინირებულ/ არაინფიცირებულ ცხოველებს შორის დიფერენცირების საშუალებას ველზე არსებული ვირუსის მიმართ ანტისხეულების გამოვლენის დიაგნოსტიკური ტესტისა და არავაქცინირებული ინდიკატორული ფრინველების გამოყენების საშუალებით;

31. „ძუძუმწოვარი“ ნიშნავს Mammalia კლასის ცხოველს, გარდა ადამიანებისა;

32. „ტანხორცი” ნიშნავს შინაურ ფრინველს ან სხვა მოშინაურებულ ფრინველს ან მათ ნაწილებს, რომელიც დაიღუპა ან დაიხოცა და არ არის ვარგისი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის.

თავი II

პროფილაქტიკური ბიოუსაფრთხოება, ზედამხედველობა, შეტყობინება

და ეპიდემიოლოგიური კვლე