1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ ზედამხედველობის პროგრამები რათა:

(a) გამოვლენილ იქნეს ფრინველის სხვადასხვა სახეობაში Н5 და Н7 ქვეტიპის ფრინველის გრიპის ვირუსის ინფექციის პრევალენტობა;

(b) რეგულარულად განახლებული რისკების შეფასების საფუძველზე ხელი შეუწყოს იმ საფრთხეების შესწავლას, რომელსაც ქმნიან გარეული ფრინველები ფრინველური წარმოშობის გრიპის ვირუსთან დაკავშირებით.

2. პირველი აბზაცის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს სახელმძღვანელო მითითებებს, რომელიც უნდა შემუშავდეს კომისიის მიერ 64(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისა