1. წინამდებარე დირექტივა ადგენს:
a) გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებს ფრინველის გრიპზე დაკვირვებასა და ადრეულ გამოვლენასთან, და ამ დაავადების რისკების მიმართ კომპეტენტური ორგანოებისა და ფერმერთა საზოგადოების ცნობიერების დონის გაზრდასა და მზადყოფნასთან დაკავშირებით;
b) მინიმალური კონტროლის ღონისძიებებს, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს შინაურ ფრინველებში ან სხვა მოშინაურებულ ფრინველებში ფრინველის გრიპის აფეთქების და ფრინველის გრიპის ვირუსების ძუძუმწოვრებზე შესაძლო გავრცელების ადრეული გამოვლენის შემთხვევაში;
c) სხვა დამხმარე ღონისძიებებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფრინველური წარმოშობის გრიპის ვირუსის გავრცელება სხვა სახეობებზე.
2. წევრ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ უფლება, მიიღონ უფრო მკაცრი ზომები წინამდებარე დირექტივის მოქმედების სფეროშ