1. მაღალ პათოგენული ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მე-7(2) ან მე-7(3) მუხლის და ამ მუხლის მე-2-10 აბზაცებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება.

2. სადგომზე არსებული ყველა შინაური ფრინველი და სხვა მოშინაურებული ფრინველი დაყოვნების გარეშე უნდა იქნეს დახოცილი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. დახოცვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფრინველის გრიპის გავრცელების რისკი, განსაკუთრებით კი ტრანსპორტირებისას. თუმცა, წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა დაუშვან გამონაკლისი გარკვეული სახეობის შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის მიმართ, რათა არ მოხდეს მათი დახოცვა, ფრინველის გრიპის შემდგომი გავრცელების რისკების შეფასებიდან გამომდინარე. კომპეტენტურმა ორგანომ შეიძლება მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შეზღუდოს სადგომზე ფრინველის გრიპის გარეულ ფრინველებზე გავრცელების შესაძლებლობა.

3. სადგომზე არსებული ყველა ტანხორცი და კვერცხი უნდა განადგურდეს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ.

4. სადგომში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის სავარაუდო შეტანის თარიღიდან მე-7(2) მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებამდე სადგომში შეგროვებული კვერცხიდან გამოჩეკილ შინაურ ფრინველზე უნდა დაწესდეს სახელმწიფო კონტროლი და გამოკვლევა უნდა ჩატარდეს დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.

5. სადგომში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის სავარაუდო შეტანის თარიღიდან მე-7(2) მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებამდე დაკლული შინაური ფრინველის ხორცისა და შეგროვებული კვერცხის მიკვლევადობა და განადგურება, თუ შესაძლებელია, უნდა მოხდეს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ.

6. ყველა შესაძლო დასნებოვნებული ნივთიერება და ნარჩენი, როგორიცაა საკვები, უნდა განადგურდეს ან დამუშავდეს სახელმწიფო ვეტერინარის მითითებების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ფრინველის გრიპის ვირუსის განადგურება.

7. თუმცა, სავარაუდოდ დასნებოვნებული ნაკელი, წუნწუხი და საგებელი უნდა დამუშავდეს 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით.

8. ტანხორცის განადგურების შემდეგ მათ შესანახად გამოყენებული სავარაუდოდ დასნებოვნებული შენობა, საძოვრები ან მიწა, და მოწყობილობა-დანადგარები, სავარაუდოდ დასნებოვნებული ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, ტანხორცის, ხორცის, საკვების, ნაკელის, წუნწუხის, საგებლის და ნებისმიერი სხვა მასალის ან ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა დამუშავდეს 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით.

9. სხვა მოშინაურებული ფრინველი ან შინაური სახეობის ძუძუმწოვრები არ უნდა იქნან შემოყვანილი ან გაყვანილი სადგომიდან კომპეტენტური ორგანოს ნებართვის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება შინაური სახეობის ძუძუმწოვრებზე, რომლებსაც აქვთ წვდომა მხოლოდ ადამიანების საცხოვრებელ ზონასთან.

10. პირველადი აფეთქების შემთხვევაში, გენეტიკური ქვეტიპის იდენტიფიცირების მიზნით ვირუსის იზოლატი ექვემდებარება ლაბორატორიულ პროცედურას დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად. ვირუსის იზოლატი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გადაეცეს გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიას, 51(1)-ე მუხლის თანახმა