1. მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქებისთანავე კომპეტენტურმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა შექმნას:

(a) დამცავი ზონა მინიმუმ სამი კილომეტრის რადიუსში სადგომის გარშემო;

(b) საკონტროლო ზონა სადგომის გარშემო მინიმუმ 10 კილომეტრის რადიუსში, დამცავი ზონის ჩათვლით.

2. თუ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქება დადასტურდა სხვა მოშინაურებულ ფრინველებში არაკომერციულ სადგომებში, ცირკში, ზოოპარკში, შინაური ფრინველების მაღაზიაში, ველური ბუნების პარკში, შემოღობილ ტერიტორიაზე, სადაც სხვა მოშინაურებული ფრინველები განთავსებულია სამეცნიერო მიზნებისათვის ან გადაშენების პირას მყოფი სახეობების და ოფიციალურად რეგისტრირებული იშვიათი ჯიშის სხვა მოშინაურებული ფრინველის, რომლებიც არ მოიცავს შინაურ ფრინველებს, დაცვის მიზნებისათვის, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია რისკების შეფასების საფუძველზე დაუშვას გამონაკლისი მე-2-4 ქვეთავების დებულებებიდან, რამდენადაც ეს აუცილებელია, დამცავი და საკონტროლო ზონების შექმნასთან და იქ გამოყენებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, იმ პირობით თუ ასეთი გამონაკლისები საფრთხეს არ უქმნის დაავადების კონტროლს.

3. პირველი აბზაცის თანახმად, დამცავი და საკონტროლო ზონების შექმნისას კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს მინიმუმ შემდეგი კრიტერიუმები:

(a) ეპიდემიოლოგიური კვლევა;

(b) გეოგრაფიული მდგომარეობა, განსაკუთრებით კი ბუნებრივი საზღვრები;

(c) სადგომების ადგილმდებარეობა და სიახლოვე და შინაური ფრინველის სავარაუდო რაოდენობა;

(d) შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაადგილებისა და ვაჭრობის მოდელები;

(e) ობიექტები და პერსონალი, რომელთა საშუალებითაც კონტროლდება შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, მათი ტანხორცის, ნაკელის, საგებლის ან გამოყენებული ჭუჭყიანი საგებლის დამცავ და საკონტროლო ზონებში გადაადგილება და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დახოცვისთვის ან განადგურებისთვის განკუთვნილი შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი უნდა იქნეს გატანილი მათი წარმოშობის ადგილის სადგომიდან.

4. კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია შექმნას დამატებითი შეზღუდული ზონები დამცავი და საკონტროლო ზონების გარშემო ან მათ მიმდებარედ მე-3 აბზაცით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.

5. თუ დამცავი, საკონტროლო ან დამატებითი შეზღუდული ზონა მოიცავს სხვადასხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიას, აღნიშნული წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ზონის შექმნის მიზნი