სახელმწიფო ვეტერინარმა დაავადების აფეთქებაზე საეჭვო საფრინველეს ინსპექტირებისას, უნდა გაატაროს შემდეგი ზომები:
ა) საფრინველეს ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის შესახებ ჩანაწერების შემოწმება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ინსპექტირების აქტში უნდა მიეთითოს სიკვდილიანობის, კვერცხის დების, საკვების და/ან წყლის მიღების ყოველდღიური მონაცემები, რომელიც მოიცავს პერიოდს ფრინველის გრიპის კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე ერთი კვირით ადრე პერიოდიდან სახელმწიფო ვეტერინარის მიერ საფრინველეს შემოწმების დღის ჩათვლით;
ბ) თითოეული საწარმოო ერთეულის კლინიკური შემოწმება, რაც აგრეთვე მოიცავს კლინიკური ისტორიის შეფასებას და დაავადებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის შესწავლას;
გ) ვიდრე სააგენტო მიიღებს შეტყობინებას იმის თაობაზე, რომ ამ მუხლის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად გამოირიცხა აფეთქება კლინიკური შემოწმების საფუძველზე, თითოეული საწარმოო ერთეულიდან აღებული უნდა იქნეს სტანდარტული ნიმუშები ლაბორატორიული გამოკვლევისათვის;
დ) სტანდარტული ნიმუშების შემოწმების უარყოფითი შედეგებისა და ადგილობრივი ფაქტორებისგან დამოუკიდებლად, ფრინველის კლინიკური შემოწმება საწარმოო ერთეულის თითოეულ ჯგუფში უნდა განხორციელდეს სახელმწიფო მონიტორინგის გაუქმებამდ