1. თუ სახელმწიფო ვეტერინარს საფუძვლიანი ეჭვი აქვს ადამიანიდან, ფრინველიდან ან ტრანსპორტიდან ფრინველის ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსით კონტამინაციაზე, ამ საფრინველეში ხორციელდება ნიუკასლის დაავადების საეჭვო შემთხვევის აღმოჩენა, ფრინველის რაოდენობის დადგენა და მათ გადაადგილებაზე მონიტორინგი.

2. საჭიროების შემთხვევაში, კონტაქტური საფრინველეებიდან სააგენტომ უნდა აკრძალოს ფრინველის გადაადგილება, გარდა სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ გადაუდებელი დაკვლის მიზნით სასაკლაოზე ფრინველის ტრანსპორტირებისა.

3. სასაკლაოზე ტრანსპორტირებამდე, ნიუკასლის დაავადების გამორიცხვის მიზნით, სახელმწიფო ვეტერინარმა კლინიკურად უნდა შეამოწმოს ყველა ფრინველი. ამასთან ფრინველის გადაადგილების აკრძალვა წესდება უკანასკნელი, პოტენციური დასნებოვნების თარიღიდან 21 დღის განმავლობაში , ხოლო კლინიკური ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, აკრძალვა დასაშვებია შემცირდეს 7 დღემდე.

4. სააგენტოს შეუძლია გაატაროს გამარტივებული ზომები განცალკევებით არსებულ საფრინველეში, რომელსაც ემსახურება ცალკე პერსონალი.

5.   თუ სახელმწიფო ვეტერინარს აქვს საფუძვლიანი ეჭვი სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედის ან სხვა მტრედების ნიუკასლის დაავადების ვირუსით დასნებოვნების შესახებ, არანაკლებ 21 დღის განმავლობაში იკრძალება სამტრედიდან მტრედის გადაადგილებ