სახელმწიფო ვეტერინარის მიერ კონტაქტურ საფრინველის ინსპექტირებისას გატარებული უნდა იქნეს შემდეგი ზომები:

ა) საფრინველის პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის ამსახველი ჩანაწერების შემოწმება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) თითოეული საწარმოო ერთეულის კლინიკური შემოწმება, რაც აგრეთვე მოიცავს სავარაუდოდ დაავადებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სავარაუდოდ სხვა დაავადებული ფრინველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასა და კლინიკური ისტორიის შეფასებას;

გ) სტანდარტული ნიმუშები აღებული უნდა იქნეს თითოეული საწარმოო ერთეულიდან ან მოკლული ფრინველიდან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა მოკლული ფრინველიდა