სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში HPAI-ზე ეჭვის შემთხვევაში სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ამ ფრინველის წარმოშობის საფრინველის შესწავლისას გატარებული უნდა იქნეს შემდეგი ზომები:

ა) საფრინველის პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის ამსახველი ჩანაწერების შემოწმება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) თითოეული საწაარმოო ერთეულის შემოწმება ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კლინიკური ისტორიისა შეფასებისა და კლინიკური შემოწმებების ჩათვლით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სასაკლაოს იმ სახელმწიფო ვეტერინარის კონსულტაციები, რომელმაც უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია წინა ინსპექტირების ჩატრებისა და დაკვლამდე და დაკვლის შემდგომი შემოწმების შედეგების შესახებ;

გ) ვიდრე სააგენტო მიიღებს შეტყობინებას იმის თაობაზე, რომ HPAI-ზე ეჭვი გამოირიცხა ამ მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, თითოეული საწარმოო ერთეულიდან აღებული უნდა იქნეს სტანდარტული ნიმუშები;

დ) გარდა სტანდარტული ნიმუშებისა დამატებით ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს არანაკლებ ხუთი დაავადებული, მკვდარი ან სასაკლაოზე დაკლული პათოლოგიურ ცვლილებებიანი ფრინველის ნიმუშებ