1. როდესაც მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის არსებობა საეჭვოა ან დადასტურებულია სასაკლაოზე, რისკების შეფასების საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს სასაკლაოზე არსებული ყველა შინაური ფრინველის დახოცვა ან დაკვლა შეძლებისდაგვარად სწრაფად სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ.
აღნიშნული შინაური ფრინველის დაკვლის შემთხვევაში, შინაური ფრინველის ხორცი და შინაური ფრინველისგან და შინაური ფრინველის ხორცისგან მიღებული სუბპროდუქტები, და ნებისმიერი სხვა შინაური ფრინველის სუბპროდუქტები, რომლებიც შეიძლება დასნებოვნდეს დაკვლის დროს და წარმოების პროცესში, უნდა ინახებოდეს განცალკევებით სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, სანამ არ დასრულდება კვლევები დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.
2. მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის დადასტურების შემთხვევაში, შინაური ფრინველის ხორცი და შინაური ფრინველისგან და შინაური ფრინველის ხორცისგან მიღებული სუბპროდუქტები და სხვა შინაური ფრინველის სუბპროდუქტები, რომელიც შეიძლება დასნებოვნდეს დაკვლის დროს და წარმოების პროცესში, უნდა განადგურდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად სახელმწიფო ზედამხედველობის ქვე