1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია განახორციელოს ცოცხალი ფრინველისა და ბოცვრისნაირების დაკვლის ადგილამდე ტრანსპორტირება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანების გარეშე, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ამ ცხოველისგან მიღებული ხორცის უვნებლობაზე.
2. ბიზნესოპერატორმა არ უნდა განახორციელოს დაავადებული ცოცხალი ფრინველისა და ბოცვრისნაირების ტრანსპორტირება დაკვლის ადგილამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ნებადართულია ვეტერინარი ექიმის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. დაუშვებელია ცოცხალი ფრინველისა და ბოცვრისნაირების ტრანსპორტირება საკარანტინო ზონიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ნებადართულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიე