1. იმ შემთხვევაში, თუ შინაურ ჩლიქოსან ცხოველს გააჩნია ისეთი ფიზიკური ტრავმა, რომლის გამოც შეუძლებელია მისი ტრანსპორტირება სასაკლაომდე, ის შეიძლება დაიკლას სასაკლაოზე მიყვანის გარეშე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

ა) ცხოველს უნდა ჩაუტარდეს დაკვლისწინა შემოწმება ვეტერინარი ექიმის მიერ;

ბ) დაკლული და სისხლგართმეული ცხოველი უნდა იქნეს გადაყვანილი სასაკლაოში;

გ) სასაკლაოში გადაყვანამდე შეიძლება მხოლოდ ცხოველის კუჭის და ნაწლავების ამოღება ცხოველის ტან‑ხორციდან ვეტერინარი ექიმის ზედამხედველობით;

დ) დაკლული ცხოველისგან მოშორებული შინაგანი ორგანოების ნებისმიერი ნაწილი უნდა იქნეს გადატანილი სასაკლაოში და იდენტიფიცირებული, როგორც სასაკლაოს გარეთ დაკლული ცხოველის შიგნეულობა;

ე) თუ ცხოველის დაკვლასა და სასაკლაოზე მიყვანას შორის შუალედი აღემატება ორ საათს, დაკლული ცხოველი უნდა გაგრილდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიმატური პირობები დაკლული ხორცის გრილად შენახვის შესაძლებლობას იძლევა;

ვ) დაკლულ ცხოველს, ამ წესის მე‑6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, სასაკლაოში მიყვანისას თან უნდა ჰქონდეს ვეტერინარი ექიმის მიერ გაცემული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული ჯანმრთელობის სერტიფიკატი დაკვლისწინა შემოწმების დადებითი შედეგების შესახებ, გადაუდებელი დაკვლის თარიღის, დროს და მიზეზების მითითებით;

ზ) დაკლული ცხოველისგან მიღებულ ხორცს სასაკლაოზე მიტანისას უნდა ჩაუტარდეს დაკვლისშემდგომი შემოწმებ