1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია განახორციელოს ცოცხალი შინაური ჩლიქოსანი ცხოველის სასაკლაომდე ტრანსპორტირება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანების გარეშე, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ამ ცხოველისაგან მიღებული ხორცის უვნებლობაზე.
2. ბიზნესოპერატორმა არ უნდა განახორციელოს დაავადებული ცოცხალი შინაური ჩლიქოსანი ცხოველის ტრანსპორტირება სასაკლაომდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ნებადართულია ვეტერინარი ექიმის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისა