1. სარეალიზაციოდ განკუთვნილ ცხოველური წარმოშობის სურსათს უნდა გააჩნდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ შესაბამისად მინიჭებული ჯანმრთელობის ნიშანდება.

2. სარეალიზაციოდ განკუთვნილ ცხოველური წარმოშობის სურსათს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ საჭიროებს ჯანმრთელობის ნიშანდებას, უნდა ჰქონდეს საიდენტიფიკაციო ნიშანი ამ წესის 28‑ე, 47‑ე და 53‑ე მუხლებით გათვალისწინებულ პროდუქტებზე (ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკი, ნედლი რძე და რძის პროდუქტები, კვერცხის პროდუქტების პარტია, თხევადი კვერცხი).

3. საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა დაისვას, ვიდრე პროდუქტი დატოვებს წარმოების ადგილს;

ბ) საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა იკითხებოდეს და იოლად არ იშლებოდეს;

გ) საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

გ.ა) იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი წარმოებულია საქართველოში, საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა მოიცავდეს ISO 3361 სტანდარტის მიხედვით საქართველოს 2‑ასოიან კოდს – GE;

გ.ბ) საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა შეიცავდეს ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის ნომერს;

დ) საიდენტიფიკაციო ნიშანი შესაძლოა განთავსდეს უშუალოდ პროდუქტზე, პროდუქტის შესაფუთ ან შესახვევ მასალაზე, ან ასევე შესაძლებელია საიდენტიფიკაციო ნიშანზე ამ მუხლის მე‑3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია განთავსდეს პროდუქტის ეტიკეტზე იმის მიხედვით, თუ პროდუქტი როგორი სახითაა განკუთვნილი რეალიზაციისათვის. საიდენტიფიკაციო ნიშანი შეიძლება ასევე იყოს გამძლე მასალისაგან დამზადებული იარლიყი;

ე) ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შემთხვევაში, რომლებიც ტრანსპორტირებისათვის მოთავსებულია კონტეინერებში ან დიდ შესაფუთ მასალაში და განკუთვნილია შემდგომი დამუშავებისათვის, გადამუშავების, შეხვევის ან შეფუთვისათვის, საიდენტიფიკაციო ნიშანი შეიძლება დაისვას კონტეინერის ან შეფუთვის ზედაპირზე;

ვ) ცხოველური წარმოშობის თხევადი, გრანულირებული და ფხვიერი პროდუქტების შემთხვევაში, რომელთა ტრანსპორტირება ხდება დიდი ოდენობით, ასევე დიდი ოდენობით ტრანსპორტირებული თევზჭერის პროდუქტის შემთხვევაში, საიდენტიფიკაციო ნიშანი აღარ არის აუცილებელი, თუ პროდუქტის თანდართული დოკუმენტაცია მოიცავს ქვეყნის 2‑ასოიან კოდს ამ მუხლის მე‑3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით;

ზ) როდესაც ცხოველური წარმოშობის პროდუქტი მოთავსებულია შეფუთვაში და, ამასთანავე, ის განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის პირდაპირ მისაწოდებლად, საკმარისია, რომ საიდენტიფიკაციო ნიშანი დაერთოს მხოლოდ პროდუქტის შეფუთვის ზედაპირ