1. თუ ბიზნესოპერატორი წარმოადგენს სასაკლაოს ან ახორციელებს ნედლი რძის თერმულ დამუშავებას, იგი ვალდებულია დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა „სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კოდექსით გათვალისწინებულ პრინციპებზე დაყრდნობით.

2. სასაკლაოზე საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის დანერგვის შედეგად უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი:

ა) მიღებულ ცხოველს ან ცხოველთა პარტიას უნდა ახლდეს ამ წესის მე‑6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ან აღნიშნული ინფორმაცია სასაკლაოს მიეწოდოს ცხოველის ან ცხოველის პარტიის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;

ბ) არ უნდა მოხდეს ცხოველის ან ცხოველთა პარტიის მიღება საკარანტინო ზონიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ნებადართულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ;

გ) სასაკლაოსთვის ჩაბარებული ცხოველი ან ცხოველთა პარტია უნდა იყოს ჯანმრთელი, რამდენადაც სასაკლაოს შეუძლია აღნიშნულის განსაზღვრ