ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცის დაჭრას, ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ხორცის დაბინძურების თავიდან აცილება;

ბ) უზრუნველყოს დაფასოებული ხორცის დაუფასოებელი ხორცისაგან დროში ან სივრცეში განცალკევებულად შენახვა ისე, რომ შესაფუთი მასალა ან ხორცის შენახვის მეთოდი არ გახდეს დაბინძურების წყარო;

გ) გააჩნდეს ამ წესის მე‑11 მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელებისათვის საჭირო აღჭურვილობა;

დ) გააჩნდეს საქმიანობასთან დაკავშირებული იარაღების დეზინფიცირების საშუალება ცხელი წყლით (არანაკლებ 82
0C‑ისა) ან ანალოგიური ეფექტის მქონე ალტერნატიული საშუალებ