1. ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს შინაური ჩლიქოსანი ცხოველების ხორცის შენახვისა და ტრანსპორტირების განხორციელება შემდეგი პირობების დაცვით:

ა) დაკვლისშემდგომი შემოწმებისთანავე ცხოველის ხორცი უნდა გაგრილდეს სასაკლაოში ისე, რომ შიგნეულის ტემპერატურამ მიაღწიოს არა უმეტეს 3
0C–5
0C‑ს, ხოლო ხორცის სხვა ნაწილების ტემპერატურამ მიაღწიოს არა უმეტეს 7
0C–10
0C-ს და, ამასთანავე, უზრუნველყოფილ იქნეს ტემპერატურის უწყვეტი კლება. თუმცა ხორცი შეიძლება დაიჭრას და ძვლები გამოეცალოს გაგრილების პროცესში, ამ წესის მე‑11 მუხლის მე‑3 პუნქტის შესაბამისად;

ბ) გაგრილების პროცესში, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ადეკვატური ვენტილაცია, რათა არ მოხდეს ხორცის ზედაპირზე კონდენსაცია;

გ) შიგნეულისა და ხორცის სხვა ნაწილების ტემპერატურამ უნდა მიაღწიოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტემპერატურას და აღნიშნული ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს შენახვის მთელი პერიოდის განმავლობაში;

დ) შიგნეულისა და ხორცის სხვა ნაწილების ტემპერატურამ უნდა მიაღწიოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტემპერატურას მის ტრანსპორტირებამდე და შეინარჩუნოს ეს ტემპერატურა ტრანსპორტირების განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრანსპორტირება გრძელდება არა უმეტეს ორი საათისა.

2. გაყინვისთვის განკუთვნილი ხორცი უნდა გაიყინოს დაყოვნების გარეშე, საჭიროების შემთხვევაში, გაყინვამდე საჭირო სტაბილიზაციის პერიოდის გათვალისწინებით.

3. დაუფასოებელი ხორცის შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს დაფასოებული ხორცისაგან განცალკევებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაუფასოებელი და დაფასოებული ხორცის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება სხვადასხვა დროს ან ისე, რომ დასაფასოებელი მასალა და შენახვისა და ტრანსპორტირების მეთოდი ვერ გახდება ხორცის დაბინძურების წყარ