1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს დაავადებული და სავარაუდოდ დაავადების მქონე ცოცხალი ფრინველისა და ბოცვრისნაირების ცალკე განთავსება, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა ცოცხალი ცხოველის ინფიცირება.
2. ბიზნესოპერატორმა ფრინველისა და ბოცვრისნაირების ხორცის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით უნდა უზრუნველყოს:
ა) საჭირო ადეკვატური სამუშაო სივრცე საქმიანობის განსახორციელებლად;
ბ) შემდეგი პროცესების დროში ან სივრცეში განცალკევებულად განხორციელება:
ბ.ა) ცოცხალი ფრინველის ან ბოცვრისნაირების გაბრუება/გათიშვა და სისხლგართმევა;
ბ.ბ) თმის საფარისაგან (ბუმბულისაგან) გაპუტვა ან გატყავება და დამდუღვრა;
ბ.გ) ფრინველის ან ბოცვრისნაირის ხორცის დაჭრა და გამოშიგვნა;
გ) ხორცის იატაკსა და კედელთან შეხების თავიდან აცილება;
დ) დაკვლის პროცედურებისათვის განკუთვნილი სივრცეების (საწარმოო ხაზები) ისეთი მოწყობა, რომ თავიდან იქნეს აცილებული ამ სივრცეებს შორის ჯვარედინი დაბინძურება. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე სივრცეში მიმდინარეობს ფრინველის ან ბოცვრისნაირების დაკვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცედურები, საჭიროა უზრუნველყოფილ იქნეს ამ პროცედურების დროში ან სივრცეში განცალკევება ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით;
ე) საქმიანობასთან დაკავშირებული იარაღების დეზინფიცირება ცხელი წყლით (არანაკლებ 82
0C‑ისა) ან უნდა გააჩნდეს ანალოგიური ეფექტის მქონე ალტერნატიული საშუალება;
ვ) ხორცის შენახვისათვის საჭირო გასაყინი საშუალების არსებობა იმ შემთხვევაში, თუ ხდება ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცის შენახვა;
ზ) ადამიანის საკვებად უვარგისი ხორცის განთავსებისათვის სპეციალური სათავსოების არსებობა;
თ) ცოცხალი ფრინველის ან ბოცვრისნაირების ტრანსპორტირებისათვის ისეთი საშუალებების არსებობა, რომლებიც იძლევა მათი დასუფთავების, გარეცხვისა და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინფიცირების შესაძლებლობას.
3. ბიზნესოპერატორმა ცოცხალი ფრინველის და ბოცვრისნაირების დაკვლისას უნდა დაიცვას შემდეგი ჰიგიენური მოთხოვნები:
ა) ადამიანის მიერ მოხმარების მიზნით უნდა დაიკლას ცოცხალი ფრინველი ან ბოცვრისნაირები;
ბ) შეასრულოს ცოცხალი ფრინველის ან ბოცვრისნაირის დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგად ვეტერინარი ექიმის მიერ გაცემული მითითებები;
გ) ფრინველის ან ბოცვრისნაირების გათიშვის, სისხლგართმევის, გატყავების ან გაპუტვის, გამოშიგვნისა და შემდგომი დამუშავებისას თავიდან აიცილოს ხორცის დაბინძურება, კერძოდ: უნდა მიიღოს ზომები კუჭნაწლავის ტრაქტის შიგთავსის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, გამოშიგვნა უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 45 წუთისა გაბრუებიდან და არა უგვიანეს 30 წუთისა სისხლგართმევის შემდეგ;
დ) დაკვლისშემდგომი შემოწმების შემდეგ:
დ.ა) დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგად ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისად მიჩნეული ფრინველის ან ბოცვრისნაირების ნაწილები შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა იქნეს გატანილი საწარმოს სუფთა ადგილიდან;
დ.ბ) დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგად ადამიანის მიერ მოხმარებისათვის ფრინველის ან ბოცვრისნაირების უვარგისად მიჩნეული ნაწილები და ასევე ადამიანის საკვებად ფრინველის ან ბოცვრისნაირების გამოუყენებელი ნარჩენები არ უნდა იყოს კონტაქტში დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგად ადამიანის მიერ მოხმარებისათვის ფრინველის ან ბოცვრისნაირების ვარგისად მიჩნეულ ნაწილებთან.
4. გამოშიგვნისა და ვეტერინარი ექიმის მიერ დაკვლისშემდგომი შემოწმებისთანავე დაკლული ფრინველი ან ბოცვრისნაირები უნდა გასუფთავდეს და გაცივდეს არა უმეტეს 4
0C-ზე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორცის დაჭრა ხდება მისი დაკვლისთანავე.
5. დაავადებული ან სავარაუდოდ დაავადების მქონე ფრინველის ან ბოცვრისნაირების განადგურების მიზნით მისი განადგურებისას გამოყენებული სივრცე, დანადგარები და აღჭურვილობა უნდა გაიწმინდოს, გაირეცხოს და მოხდეს მათი დეზინფიცირება აღნიშნული სივრცის ხელახლა გამოყენებამდე იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორს არ აქვს გამოყოფილი სპეციალური ადგილი დაავადებული ან სავარაუდოდ დაავადების მქონე ფრინველის ან ბოცვრისნაირების განადგურებისათვის.
6. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა ფრინველის ან ბოცვრისნაირების მოშენებას ან/და დაკვლას, ვალდებულია აწარმოოს საწარმოო ჯაჭვის შესახებ საინფორმაციო დოკუმენტაცია ამ წესის მე‑6 მუხლის მე‑2 და მე‑3 პუნქტების შესაბამისა