1. ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწარმოებს გატარებულ ხორცს, დამზადებულ ხორცს ან მექანიკურად განცალკევებულ ხორცს, უნდა უზრუნველყოს წარმოების პროცესში პროდუქტის დაბინძურების საფრთხის თავიდან აცილება ან მინიმუმამდე შემცირება ისე, რომ ფრინველის ხორცის ტემპერატურა შენარჩუნდეს არა უმეტეს 4
0C‑ზე, შიგნეულობის ტემპერატურა – არა უმეტეს 3
0C‑ზე და სხვა სახის ხორცის ტემპერატურა – არა უმეტეს 7
0C‑ზე.

2. გატარებული ხორცისა და დამზადებული ხორცის წარმოებაზე ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები:

ა) გაყინულ ან ღრმად გაყინულ ხორცს, რომელიც გამოიყენება გატარებული ხორცისა და დამზადებული ხორცის საწარმოებლად, უნდა გამოეცალოს ძვლები;

ბ) თუ გატარებული ხორცი მზადდება გაცივებული ხორცისაგან:

ბ.ა) ფრინველის შემთხვევაში – უნდა მომზადდეს ფრინველის დაკვლიდან არა უმეტეს 3 დღეში;

ბ.ბ) ყველა სხვა ცხოველის შემთხვევაში – უნდა მომზადდეს ცხოველის დაკვლიდან არა უმეტეს 6 დღეში;

ბ.გ) ძროხისა და ხბოს ძვალგამოცლილი, ჰერმეტულად შეფუთული ხორცის შემთხვევაში – უნდა მომზადდეს ძროხის ან ხბოს დაკვლიდან არა უმეტეს 15 დღეში;

გ) წარმოების შემდეგ გატარებული ხორცი და დამზადებული ხორცი დაუყოვნებლივ უნდა შეიფუთოს ან შეიხვიოს და, ამასთანავე:

გ.ა) გატარებული ხორცის შემთხვევაში პროდუქტი უნდა გაცივდეს იმგვარად, რომ პროდუქტის ტემპერატურამ მიაღწიოს არა უმეტეს 2
0C‑ს, ხოლო დამზადებული ხორცის შემთხვევაში – არა უმეტეს 4
0C‑ს; ან

გ.ბ) გატარებული ხორცი ან დამზადებული ხორცი უნდა გაიყინოს იმგვარად, რომ პროდუქტის ტემპერატურამ მიაღწიოს არა უმეტეს ‑18
0C‑ს;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს გატარებული ხორცისა და დამზადებული ხორცის ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს.

3. შემდეგი მოთხოვნები ვრცელდება მექანიკურად განცალკევებული ხორცის წარმოებასა და გამოყენებაზე, როდესაც მის საწარმოებლად გამოიყენება ისეთი ტექნიკა (მეთოდი), რომელიც არ ცვლის მექანიკურად განცალკევებული ხორცის საწარმოებლად გამოყენებული ძვლების სტრუქტურას და რომლის კალციუმის შემცველობა მნიშვნელოვნად არ აღემატება გატარებული ხორცის კალციუმის შემცველობას:

ა) მექანიკურად განცალკევებული ხორცი მიიღება ტან‑ხორციდან გამოცლილი იმ ძვლებისაგან, რომელთაგანაც ვერ ხერხდება ხორცის ბოლომდე გამოცლა, ხოლო ტან‑ხორციდან ძვლების გამოცლა უნდა მოხდეს ცხოველის დაკვლიდან არა უმეტეს 7 დღეში, ფრინველის შემთხვევაში კი – მისი დაკვლიდან არა უმეტეს 3 დღეში;

ბ) მექანიკური გამოცალკევება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ ტან‑ხორციდან ძვლების გამოცლის შემდეგ;

გ) თუ მექანიკურად განცალკევებული ხორცის გამოყენება არ ხდება მისი მიღებისთანავე, ის უნდა შეიხვიოს ან შეიფუთოს და შემდეგ გაგრილდეს არა უმეტეს 2
0C‑მდე ან გაიყინოს იმგვარად, რომ მექანიკურად განცალკევებული ხორცის ტემპერატურამ მიაღწიოს არა უმეტეს ‑18
0C‑ს. ტემპერატურასთან დაკავშირებული პირობები უნდა შენარჩუნდეს მექანიკურად განცალკევებული ხორცის შენახვისა და ტრანსპორტირების დროს;

დ) იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მექანიკურად განცალკევებული ხორცი შეესაბამება გატარებული ხორცისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მიკრობიოლოგიურ კრიტერიუმებს, მექანიკურად განცალკევებული ხორცი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამზადებული ხორცის საწარმოებლად, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისათვის მის თერმულ დამუშავებამდე და ასევე სხვა ხორცის პროდუქტების საწარმოებლად;

ე) მექანიკურად გამოცალკევებული ხორცი, რომელიც არ შეესაბამება ამ მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თერმულად დამუშავებული ხორცის პროდუქტის საწარმოებლად.

4. შემდეგი მოთხოვნები ვრცელდება იმ მექანიკურად განცალკევებული ხორცის წარმოებასა და გამოყენებაზე, რომლის საწარმოებლად გამოიყენება ამ მუხლის მე‑3 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკისაგან განსხვავებული ტექნიკა (მეთოდი):

ა) მექანიკურად განცალკევებული ხორცი მიიღება ტან‑ხორციდან გამოცლილი იმ ძვლებისაგან, რომელთაგანაც ვერ ხერხდება ხორცის ბოლომდე გამოცლა, ხოლო ტან‑ხორციდან ძვლების გამოცლა უნდა მოხდეს ცხოველის დაკვლიდან არა უმეტეს 7 დღეში, ფრინველის შემთხვევაში კი – მისი დაკვლიდან არა უმეტეს 3 დღეში;

ბ) თუ მექანიკური გამოცალკევება არ ხდება დაუყოვნებლივ ძვლების ტან‑ხორციდან გამოცლის შემდეგ, ხორციანი ძვლები შენახული და ტრანსპორტირებული უნდა იქნეს ტემპერატურაზე, რომელიც არ აღემატება 2
0C‑ს ან, გაყინვის შემთხვევაში, ტემპერატურაზე, რომელიც არ აღემატება ‑18
0C‑ს;

გ) თუ არ მოხდა მექანიკურად განცალკევებული ხორცის გამოყენება მისი მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში, მექანიკურად განცალკევებული ხორცი უნდა გაგრილდეს დაუყოვნებლივ არა უმეტეს 2
0C‑ს ტემპერატურამდე;

დ) თუ მექანიკურად განცალკევებული ხორცი არ იქნა გადამუშავებული მისი გაგრილებიდან 24 საათის განმავლობაში, ის უნდა გაიყინოს 12 საათის განმავლობაში და აქედან 6 საათის განმავლობაში მექანიკურად განცალკევებული ხორცის ტემპერატურამ უნდა მიაღწიოს არა უმეტეს ‑18
0C‑ს;

ე) გაყინული მექანიკურად განცალკევებული ხორცი უნდა შეიხვიოს ან შეიფუთოს მის შენახვამდე ან ტრანსპორტირებამდე. მისი შენახვა არ უნდა მოხდეს 3 თვეზე მეტი ვადით და, ამასთანავე, ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს მექანიკურად განცალკევებული ხორცის ტემპერატურა შენარჩუნებული უნდა იქნეს ‑18
0C‑ზე;

ვ) ამ მუხლის მე‑4 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკით (მეთოდით) მიღებული მექანიკურად განცალკევებული ხორცის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ ხორცის პროდუქტების საწარმოებლად, რომლებიც საჭიროებენ თერმულ დამუშავება