1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების წარმოებას ან მოპოვებისთანავე მის შემდგომ გადამუშავებას, ვალდებულია თავიდან აიცილოს ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების მოპოვებისა და შემდგომ გადამუშავებასთან დაკავშირებული საშუალებებით ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების ნიჟარისა და ქსოვილის დაბინძურება ან მნიშვნელოვნად დაზიანება.

2. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორი ახორციელებს ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების რეტრანსლაციას, რეტრანსლაციის პერიოდი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 2 თვეს და სხვადასხვა სახის ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების პარტიები უნდა განთავსდეს განცალკევებულად დროში ან სივრცეში.

3. გაწმენდის (რეტრანსლაციის ან კონდიცირების) დაწყებამდე ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკები უნდა გაირეცხოს სუფთა წყლით ჭუჭყისა და დაგროვილი ნარჩენების მოშორების მიზნით.

4. ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების გაწმენდის (რეტრანსლაციის ან კონდიცირების) პროცესში უნდა შენარჩუნდეს მისი კვების აქტივობა, ხოლო გაწმენდის შემდეგ უნდა შენარჩუნდეს შენახვისათვის, შეფუთვისა და ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების სიცოცხლისუნარიანობა.

5. ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების გაწმენდისათვის (რეტრანსლაციისათვის ან კონდიცირებისათვის) განკუთვნილ ავზში სხვადასხვა სახეობის მოლუსკები უნდა მოთავსდეს დროში ან სივრცეში განცალკევებულად.

6. ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების დამუშავება, განსაკუთრებით კონდიცირება, შეფუთვა და დაფასოება, არ უნდა იწვევდეს პროდუქტის დაბინძურებას ან მოლუსკების სიცოცხლისუნარიანობაზე უარყოფით ზემოქმედება