1. ბიზნესოპერატორმა, რომელიც ეწევა ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების მოპოვებასა და წარმოებას მისი რეალიზაციის მიზნით, უნდა უზრუნველყოს მისი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მიკრობიოლოგიურ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2. ცოცხალ ორსაგდულიან მოლუსკს უნდა გააჩნდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სიახლისა და გამძლეობის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები.

3. ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკი არ უნდა შეიცავდეს ზღვის ბიოტოქსინების ისეთ რაოდენობას (რაც იზომება როგორც მთელი სხეულიდან, ასევე საკვებად გამოსაყენებელი ნებისმიერი ნაწილიდან), რომელიც აღემატება დადგენილ ზღვრებს:

ა) კიბოსებრთა პარალიტიკური მომშხამველი ნივთიერება – 800 მიკროგრამი ერთ კილოგრამზე;

ბ) კიბოსებრთა ამნეზიური მომშხამველი ნივთიერება – 20 მილიგრამი დომოუმის მჟავა (domoic acid) ერთ კილოგრამზე;

გ) ოკადიუმის მჟავა (okadaic acid), დინოფიზის ტოქსინები (dinophysistoxins) და პეკტენოტოქსინები (pectenotoxins) ერთად – 160 მიკროგრამი ერთ კილოგრამზე;

დ) ესოტოქსინები (yessotoxins) – ერთი მილიგრამის ეკვივალენტი ერთ კილოგრამზე;

ე) აზასპირისმჟავა – 160 მილიგრამის ეკვივალენტი ერთ კილოგრამზ