1. ორსაგდულიანი მოლუსკების ეტიკეტზე განთავსებული უნდა იყოს ამ წესის მე‑4 მუხლის მე‑2 და მე‑3 პუნქტებით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო ნიშანი. ეტიკეტი, საიდენტიფიკაციო ნიშნის ჩათვლით, არ უნდა იშლებოდეს წყალთან მისი შეხების შემთხვევაში.
2. ეტიკეტზე ასევე განთავსებული უნდა იყოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) ორსაგდულიანი მოლუსკის სახეობა (გავრცელებული სახელი და სამეცნიერო სახელწოდება);
ბ) შეფუთვის თარიღი (სულ მცირე დღისა და თვის მითითებით).
3. ეტიკეტზე ასევე შესაძლებელია ვარგისიანობის მინიმალური ვადის ნაცვლად გაკეთდეს შემდეგი შინაარსის წარწერა: „ეს პროდუქტი უნდა გაიყიდოს ცოცხალ მდგომარეობაში“.
სპეციალური ჰიგიენური მოთხოვნები თევზჭერის პროდუქტების მიმა