1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების მოპოვებას, მოშენებას ან წარმოებას მისი სხვა ბიზნესოპერატორისათვის მიწოდების მიზნით, ვალდებულია ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების პარტიას დაურთოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) საიდენტიფაკაციო მონაცემები და ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი;

ბ) ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების მოპოვების ან მოშენების შედეგად მისი მიღების თარიღი;

გ) ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების სახე და რაოდენობა;

დ) კონდიცირების/რეტრანსლაციის ხანგრძლივობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. ბიზნესოპერატორი, რომელსაც მიეწოდა ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების პარტია, ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შეინახოს ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების ვარგისიანობის ვადის განმავლობაშ