ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწარმოებს დამზადებულ ხორცს, გატარებულ ხორცს ან მექანიკურად განცალკევებულ ხორცს, უნდა უზრუნველყოს:
ა) ხორცის ან/და ხორცის პროდუქტების დაბინძურების თავიდან აცილება;
ბ) დაუფასოებელი ხორცის ან/და ხორცის პროდუქტების შენახვა დაფასოებული ხორცის ან/და ხორცის პროდუქტებისაგან განცალკევებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაუფასოებელი და დაფასოებული ხორცის ან/და ხორცის პროდუქტების შენახვა ხდება სხვადასხვა დროს ან ისე, რომ დასაფასოებელი მასალა და შენახვის მეთოდი ვერ გახდება ხორცის ან/და ხორცის პროდუქტის დაბინძურების წყარო;
გ) საქმიანობასთან დაკავშირებული იარაღების დეზინფიცირების შესაძლებლობა ცხელი წყლით (არანაკლებ 82
0C‑ისა) ან უნდა გააჩნდეს ანალოგიური ეფექტის მქონე ალტერნატიული საშუალებ