1. შემავალი კონტროლისას ნახევარფაბრიკატების, ძეხვეულისა და ხორცის ნაწარმის წარმოებისათვის განკუთვნილი ხორცისა და სუბპროდუქტების მიკრობილოგიური გამოკვლევების პერიოდულობა მოყვანილია დანართ 2-ში.

2. ახალი მომწოდებლისაგან მიღებული ხორცის ნედლეულის, მასალების, არასაიმედო ეპიზოოტოლოგიური და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არასაიმედო მეურნეობებიდან მიღებული ნედლეულის და აგრეთვე წინამდებარე ინსტრუქციაში აღწერილი გაძლიერებული კონტროლის შემთხვევაში აწესებენ გაძლიერებულ შემავალ კონტროლ