1.  მიკრობიოლოგიური გამოკვლევა ხორციელდება შემომავალი კონტროლისას, აგრეთვე მაკონტროლებელი ორგანიზაციების ან საწარმოო ვეტერინარული სამსახურის მოთხოვნის მზა პროდუქციის მიკრობიოლოგიური კონტროლისას არადამაკმაყოფილებელი შედეგების მიღების შემთხვევაში.

2.  საკვებ ყინულს, გამოყენებულს ძეხვის წარმოებაში, აკონტროლებენ სასმელი წყლის მიმართ წაყენებული მოთხოვნების მიხედვით.

3.  სანელებლებში ამოწმებენ მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურ ანაერობული მიკროორგანიზმების, აგრეთვე საფუვრებისა და ობის სოკოების, სულფატმარედუცირებელი კლოსტრიდიების, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების, სალმონელას რაოდენობას.

4.  ძეხვის ნატურალურ გარსებში, დამზადებულს ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გამოყენებით, ამოწმებენ მეზოფილური აერობული და ფაკულტატური ანაერობული მიკროორგანიზმების, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების, პათოგენების, მ.შ. სალმონელას, ობის სოკოების რაოდენობას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანების მოთხოვნებს.

5.  ძეხვეულის წარმოებაში გამოყენებულ კვერცხის გაყინულ პროდუქტებსა და კვერცხის ფხვნილს იკვლევენ:

ა) მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურულ ანაერობული მიკროორგანიზმების შემცველობაზე 1გ პროდუქტში;

ბ) ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებს;

გ) Proteus-ის გვარის ბაქტერიებს, S. aureus, პათოგენებს მ.შ. სალმონელებს.

6.  ძროხის მშრალ რძეში საზღვრავენ: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებს, მეზოფილურ აერობული, ფაკულტატურულ ანაერობული მიკროორგანიზმების შემცველობას 1გ პროდუქტში.

7.  ცილოვან ხელოვნურ გარსში აკონტროლებენ: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებს, მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურ ანაერობული მიკროორგანიზმების რაოდენობას; სალმონელების, ობის სოკოების არარსებობას; პრეციპიტაციის რეაქციით ადგენენ ბაცილუს ანტრაცის არარსებობას.

8.  საკვები ნატრიუმის კაზეინატში იკვლევენ: მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურულ ანაერობული მიკროორგანიზმების, სულფატმარედუცირებელი კლოსტრიდიების, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების, სალმონელების რაოდენობას.

9.  სოიოს ცილის იზოლანტებში და სოიოს სხვა პროდუქტებში საზღვრავენ მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურ ანაერობული მიკროორგანიზმების რაოდენობას 1გ-ში, სულფატმარედუცირებელი კლოსტრიდიებს, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებს, საფუვრებსა და ობის სოკოებ