1. ხორცის მრეწველობის საწარმოებში მომუშავეთათვის საყოფაცხოვრებო სათავსები მოწყობილ უნდა იქნეს სანგამტარის მსგავსად.
2. მაცივარში მომუშავეთა გასახდელები, საშხაპეები უნდა განთავსდეს საერთო საყოფაცხოვრებო სათავსებში.
3. ტექნიკური ფაბრიკატების საამქროებში მომუშავეთათვის უნდა მოეწყოს ცალკე საყოფაცხოვრებო სათავსები.
4. დაუშვებელია საპირფარეშოების, საშხაპეებისა და სამრეცხაოების მოწყობა კვებითი საამქროების, აგრეთვე სასადილოების საწარმოო და სასაწყობო სათავსების თავზე.
5. საპირფარეშოებში შესასვლელი ფართი უნდა მოეწყოს სანიტარიული ტანსაცმლის საკიდრებით, ხელსაბანით, ცივი და ცხელი წყლით, ჯაგრისებით, ხელების სადეზინფექციო მოწყობილობებით, ელექტროსაშრობებით ან ერთჯერადი ხმარების ხელსახოცებით.
6. საპირფარეშოებში უნიტაზები მოწყობილ უნდა იქნეს პედალიანი ჩამშვებით, საპირფარეშოები – ისეთი კარებით, რომლებიც თავისით იკეტება.
7. სამუშაო და სანიტარიული ტანსაცმლის გასახდელები განლაგებულ უნდა იქნეს ზედა და საშინაო ტანსაცმლის გასახდელებისაგან იზოლირებულ სათავსებში.
8. ძირითადი საწარმოოს მუშათა ტანსაცმლის შენახვა უნდა ხდებოდეს ღია მეთოდით, რისთვისაც საყოფაცხოვრებო სათავსების გასახდელები უნდა მოეწყოს საკიდრებით ან ღია კარადებითა და სკამებით.
9. საშხაპეების კედლები უნდა მოპირკეთდეს მოჭიქული ფილებით მთელ სიმაღლეზე. სანიტარიული ტანსაცმლის გასახდელებში, სუფთა ტანსაცმლის გასაცემ სათავსში, სანკვანძებში, ქალთა ჰიგიენის ოთახებში – 2.1 მ-ის სიმაღლეზე, ხოლო მის ზევით შეიღებოს ემულსიური ან სხვა სახის საღებავით. დანარჩენ სათავსებში დასაშვებია კედლების მხოლოდ შეღებვა ან შეთეთრება.
10. საშხაპე სათავსის ჭერი უნდა შეიღებოს ზეთოვანი საღებავით, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი სათავსის ჭერი კი – შეთეთრდეს კირით. იატაკზე უნდა დაიგოს კერამიკული ფილები.
11. საყოფაცხოვრებო სათავსები ყოველდღიურად სამუშაოს დამთავრებისთანავე უნდა დასუფთავდეს, გაიწმინდოს მტვრისაგან, კედლები, იატაკი და აღჭურვილობა უნდა გაირეცხოს ტუტე-საპნიანი ხსნარითა და ცხელი წყლით.
12. გასახდელების კარადები უნდა გაიწმინდოს სველი წესით და არანაკლებ კვირაში ერთჯერ ჩაუტარდეს დეზინფექცია შესხურებით ან სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ჩვრი