1.  კვების პროდუქტების შესანახ სათავსებში უნდა გამოიყენებოდეს ვარვარებიანი ნათურები ან სხვა დაბალი ტემპერატურის შენობებისათვის ნებადართული გამანათებლები. დაზიანებისა და სურსათზე მინის ნამსხვრევების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად ნათურებს უნდა ჰქონდეს ლითონისბადიანი დამცავი პლაფონები.

2.  საწარმოო საამქროების სათავსებში უნდა იყოს საკმარისი ბუნებრივი და ხელოვნური განათება მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნების შესაბამისად.

3.  ბუნებრივი და ხელოვნური განათება გათვალისწინებულ უნდა იქნეს სათავსებში, სადაც მუდმივად მიმდინარეობს სამუშაოები, აგრეთვე, სადაც სამუშაო დროის მინიმუმ 50%-ის განმავლობაში იმყოფებიან მუშაკები.

4.  ელექტროგამანათებელი არმატურა უნდა გაიწმინდოს დაბინძურების მიხედვით, მაგრამ თვეში არანაკლებ ერთჯერ. ფანჯრებისა და ფარნების შიდა მინები, ჩარჩოები უნდა გაირეცხოს და გაიწმინდოს კვირაში არანაკლებ ერთჯერ, ხოლო გარედან წელიწადში არანაკლებ ორჯერ; წლის თბილ პერიოდში კი დაბინძურების მიხედვით.

5.  დაუშვებელია სინათლის ღიობის დაფარვა ტარით, აღჭურვილობით და ა.შ. როგორც შენობის შიგნით, ისე გარეთ არ დაიშვება გატეხილი და გაბზარული მინები, აგრეთვე მათი შეცვლა გაუმჭვირვალე მასალით.

6.  გასათბობ მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ გლუვი ზედაპირი და იყოს დასუფთავებისათვის, დათვალიერებისა და რემონტისათვის მოხერხებული.

7.  საწარმოო საამქროებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბუნებრივი, მექანიკური (შემწოვ-გამწოვი) და შერეული ვენტილაცია.

8.  ღია ტექნოლოგიური პროცესების საამქროებისა და მექანიკური შემწოვი ვენტილაციის მქონე სისტემებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემოსული ჰაერის გაწმენდა მტვრისაგან ფილტრების საშუალებით. საწარმოო სათავსებისათვის ჰაერის მიწოდება უნდა წარმოებდეს მცირე დაბინძურების ზონიდან – მიწის ზედაპირიდან არანაკლებ 2მ-ის სიმაღლეზე.

9.  საწარმოოს სავენტილაციო არხები და ჰაერგამტარები წელიწადში ერთჯერ უნდა დამუშავდეს აეროზოლური სადეზინფექციო საშუალებებით. დეზინფექციის ჩატარება საჭიროა აგრეთვე საწარმოო საამქროების ჰაერისა და კედლების მიკრობიოლოგიური გამოკვლევის არადამაკმაყოფილებელი შედეგების მიღებისას.

10.     საწარმოო საამქროებში ჰაერის ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობა უნდა შეესაბამებოდეს ცალკეული სახეობის პროდუქტებისათვის წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციების მოთხოვნებს, ანალოგიური დაწესებულებებისათვის მოქმედ სანიტარიულ ნორმებსა და წესებ