1.  ხორცის გადამამუშავებელი საწარმოების ტერიტორიის დაგეგმვა უნდა უზრუნველყოფდეს ატმოსფერული, ნადნობი, ნარეცხი წყლების ჩადინებას კანალიზაციაში. სავალი გზები, ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, დასატვირთ-გადმოსატვირთი მოედნები უნდა იყოს მოასფალტებული.

2.  ტერიტორიის თავისუფალი უბნები საჭიროა გამწვანდეს ხე-ბუჩქოვანი ნარგავებითა და გაზონებით. საწარმოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს დასვენების ზონები მუშებისათვის.

3. ნაგვის შესაგროვებლად განკუთვნილი სახურავებიანი კონტეინერები უნდა განთავსდეს მოასფალტებულ ან მობეტონებულ მოედნებზე, რომელთა ფართობი 1 მ2-ით აღემატება სანაგვე კონტეინერების ძირის ფართობს. სანაგვე კონტეინერების განსათავსებელი მოედანი საწარმოო და დამხმარე ნაგებობისაგან დაცილებული უნდა იყოს არანაკლებ 25 მეტრით.

4.  კონტეინერები უნდა დაიცალოს ნაგვისაგან ავსებისთანავე და გატანილ იქნეს საწარმოოს ტერიტორიიდან ყოველდღიურად. კონტეინერები დაცლისთანავე უნდა გაირეცხოს და დამუშავდეს ქლორიანი კირის 10%-იანი ხსნარით, ან სხვა შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით.

5.  კონტეინერების გატანა უნდა ხდებოდეს სპეციალური ავტოტრანსპორტით, რომელთა გამოყენება სასტიკად აკრძალულია ნედლეულისა და მზა პროდუქციის გადასატანად. ნაგვის ცენტრალიზებული შეგროვებისას შესაბამისი ორგანიზაციების მიერ უნდა მიეწოდოს სუფთა და დეზინფიცირებული კონტეინერები.

6.  საწარმოოს ტერიტორია ყოველდღიურად უნდა სუფთავდებოდეს. წელიწადის თბილ პერიოდში ტერიტორია და მწვანე ნარგავები უნდა მოირწყას დღეში ერთხელ მაინც, ხოლო ზამთრის პერიოდში ტერიტორიის სამანქანე გზები და ფეხით მოსიარულეთა ბილიკები სისტემატურად უნდა გაიწმინდოს თოვლისა და ყინულისაგა