1.  წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები შემუშავებულია საქართველოს კანონის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საფუძველზე და ადგენს ჰიგიენურ მოთხოვნებს ხორცის გადამამუშავებელი საწარმოებისადმი.

2. წინამდებარე სანიტარიული წესები ვრცელდება მოქმედ ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებზე, აგრეთვე მშენებარე და რეკონსტრუირებად საწარმოებზე მათი საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად.

3.  ხორცისა და ხორცის პროდუქტების მაღალხარისხოვანი ნაწარმის გამოშვებისათვის უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს ხორცის მრეწველობის საწარმოებისათვის დადგენილი სანიტარიული წესების დაცვ