1. ხორცის გადამამუშავებელი საწარმოების წყალმომარაგება უნდა ხდებოდეს ცენტრალიზებული სასმელ-სამეურნეო წყალსადენიდან, ხოლო მისი არარსებობისას საჭიროა დამოუკიდებელი წყალგაყვანილობის დაგეგმარება. წყალი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ” დამტკიცებულ დოკუმენტის „სასმელი წყალი. ჰიგიენური მოთხოვნები სასმელი წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემების წყლის ხარისხისადმი. ხარისხის კონტროლი” მოთხოვნებს.
2. სასმელ-სამეურნეო და ტექნიკური წყალმომარაგების ქსელების შეერთება კატეგორიულად აკრძალულია.
3. ცივი და ცხელი წყალმომარაგების შიდა სისტემების მოწყობისას გამოსაყენებელი მილები, არმატურა, აღჭურვილობა უნდა შეესაბამებოდეს დადგენილი სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნებს.
4. საამქროს შიდა წყალგაყვანილობის, კანალიზაციის, ორთქლის, ბუნებრივი აირის მილები შეღებილ უნდა იქნეს განსხვავებული ფერით. მილგაყვანილობაზე ტენის კონდენსაციის თავიდან აცილების მიზნით გათვალისწინებულ უნდა იქნეს სითბური იზოლაცია.
5. ტექნიკური მიზნებისათვის გამოყენებული წყალი კვარტალში ერთხელ საჭიროებს ქიმიურ გამოკვლევას, ხოლო არანაკლებ თვეში ერთხელ – ბაქტერიოლოგიურს.
6. საწარმოო და სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნახმარი წყლების წყალშემკრებები განცალკევებულ უნდა იქნეს და ჩართული ქალაქის საკანალიზაციო სისტემაში ან ჰქონდეს საკუთარი გამწმენდი ნაგებობა. დიდი რაოდენობით ცხიმშემცველი ნახმარი წყლები კანალიზაციაში ჩაშვებამდე გატარებულ უნდა იქნეს ადგილობრივ ცხიმდამჭერებში (ძეხვების, ცხიმების დამუშავებისა და სხვა საამქროები).
7. ნახმარი წყლების ჩაშვება უნდა მოხდეს მოქმედი სანიტარიული წესების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ” დამტკიცებული დოკუმენტის “ზედაპირული წყლების დაცვა დაბინძურებული ჩამდინარე წყლისაგან” შესაბამისად.
8. სამრეცხაო აბაზანების ხელსაწყოებიდან და აპარატურიდან დაბინძურებული ნახმარი წყალი უნდა ჩაედინებოდეს საჰაერო ღიობიან კანალიზაციაში, ინდივიდუალური და ჯგუფური ჰიდრავლიკური ჩამკეტებით. საჰაერო ღიობის ვერტიკალის სიმაღლე არანაკლებ 2სმ-ისა უნდა იყოს.
9. საწარმოში არსებულ სპეციალურ ჟურნალში უნდა აღირიცხებოდეს და რეგისტრირდებოდეს წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის ავარიული მდგომარეობები და სარემონტო სამუშაოები.
10. რეზერვუარებისა და მილგაყვანილობების დეზინფექცია უნდა გაკეთდეს ავარიისა და სარემონტო სამუშაოების დროს.
11. საწარმოო სათავსებში ყოველ 150 მ2
ფართობზე უნდა დაიდგას ერთი ონკანი. საამქროებში ხელების დასაბანად უნდა დამონტაჟდეს ნიჟარები ცხელი და ცივი წყლის მილებით. მომარაგდეს საპნით, ჯაგრისებით, სადეზინფექციო ხსნარითა და ერთჯერადი გამოყენების პირსახოცით. სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად უნდა დაიდგას პატარა შადრევნები, სამუშაო ადგილიდან 75მ-ის დაშორებით. ტემპერატურა არ უნდა იყოს 80
C-ზე დაბალი და 200
C-ზე მაღალი.
12. სამრეწველო სათავსებში ყოველ 150მ2
ფართობზე უნდა იყოს 10 სმ დიამეტრის მქონე ტრაპ