1. ნავთობის ბაზაში გათვალისწინებული უნდა იქნეს საწარმოო, სამეურნეო-სასმელი და ხანძარსაწინაღო წყალმომარაგების სისტემები.

2. რეზერვუარის გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების ჩაშვება საწარმოო-სანიაღვრე კანალიზაციაში თავიდან უნდა იქნეს აცილებული. საწარმოო-სანიაღვრე კანალიზაციის ქსელში ნავთობპროდუქტების მოხვედრა  დაუშვებელია.

3. ნავთობის ბაზის საწარმოო კანალიზაციის ქსელი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით აღჭურვილი უნდა იქნეს ჰიდრავლიკური საკეტებით. მათი დაყენება უნდა მოხდეს სატუმბი სადგურიდან, ჩასასხმელ-ჩამოსასხმელი ესტაკადიდან, რეზერვუარებიდან, საქვაბიდან ყველა გამომშვებზე, აგრეთვე, ძირითად მაგისტრალთან კანალიზაციის ცალკეული შტოს მიერთების ადგილებშ