1. ნავთობსაქაჩი სადგურები უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ძრავებისა და ტუმბოების გაგრილების სისტემებით და სახანძრო ჰიდრანტებით, რაზედაც უნდა არსებობდეს თვალსაჩინო ადგილას გამოკრული შესაბამისი სქემები.
2. წყლის სატუმბი სადგურის სამანქანო განყოფილების შესასვლელში გამოკრული უნდა იყოს წყალმომარაგების სქემა ძრავების, ტუმბოების, წყლით გაგრილების მოწყობილობების, ჭების, სახანძრო ჰიდრანტების და არმატურის ნუმერაციის ჩვენებით. ასევე სახანძრო ტუმბოების გაშვების რიგითობის ინსტრუქცია.
3. წყალმომარაგების სისტემის მიმართ უნდა ხორციელდებოდეს მუდმივი კონტროლი.კონტროლისა და აღმოფხვრილი დაზიანებების შედეგები ასახული უნდა იყოს სპეციალურ ჟურნალში.
4. სხვადასხვა სისტემის კანალიზაციის მილსადენების გაერთიანება დაუშვებელია.
5. კანალიზაციის ქსელებში არსებულ ყველა ჭას უნდა გააჩნდეს ნუმერაცია და ქსელის სახეობის აღნიშვნის მაჩვენებელი.
6. მაგისტრალური ნავთობსადენის ნავთობბაზებში, ნავთობსაქაჩ სადგურებსა დაჩამოსასხმელ პუნქტებში ჩამდინარე წყლის გასაწმენდად გათვალისწინებული უნდა იყოს გამწმენდი ნაგებობების კომპლექსი.
7. ყოველი რეზერვუარისა და რეზერვუართა ჯგუფის შემოზვინვის შემდეგ განთავსებულ გამშვებზე, ასევე კანალიზაციის ხაზზე ნავთობდამჭერამდე და შემდეგ, დამონტაჟებული უნდა იყოს ჰიდრავლიკური ჩამკეტ