1. სატუმბო საამქრო შედგება ძირითადი და დამხმარე მოწყობილობისგან:
ა) ძირითად მოწყობილობას მიეკუთვნება ტუმბოები და მათი ძრავები (სატუმბო აგრეგატები).
ბ) დამხმარე მოწყობილობას მიეკუთვნება სატუმბო აგრეგატების მომსახურე მოწყობილობა: გაპოხვის, გაციების, საწვავის მისაწოდი, კონტროლისა და დაცვის სისტემები. ასევა სატუმბე საამქრო აღიჭურვება წყალმომარაგების, თბომომარაგების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით.
2. სატუმბო აგრეგატებსა და დამხმარე მოწყობილობაზე უნდა არსებობდეს მათი განთავსებისა და ექსპლუატაციის ტექნოლოგიური სქემა
3. სატუმბე საამქროს იატაკი უნდა იყოს ნავთობმედეგი შესრულების.
4. ნავთობსატუმბი საამქროს შენობები, ნაგებობები და ტერიტორია უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს, კერძოდ კი შემდეგი ობიექტები:
ა) ზედაპირული და გრუნტის წყლების არინების სისტემა.
ბ) საავტომობილო გზები, სახანძრო ჰიდრანტებთან მისასვლელები, ხიდები, გადასასვლელები და სხვა;
გ) წყალმომარაგების, ხანძარქრობის, საკანალიზაციო, სადრენაჟო და თბომომარაგების სისტემები;
დ) სარეზერვუარო პარკების, გამწმენდი ნაგებობების შემოზვინვა;
ე) ტერიტორიის შემორაგვა.
5. გადასატუმბი სადგურის ტერიტორიაზე ღია ცეცხლის გამოყენება აკრძალულია.
საშემდუღებლო და სხვა საცეცხლე სამუშაოები უნდა წარმოებდეს შესაბამისი სტანდარტის და ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვი