1. სატუმბი აგრეგატების მონტაჟი და გამართვა უნდა ხორციელდებოდეს შესაბამისი სტანდარტის და ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციების შესაბამისად.

2. კოლექტორის ჰიდრავლიკური გამოცდები, მონტაჟის შემდეგ, უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

3. აგრეგატის გაშვება აკრძალულია, შესაბამისი სტანდარტისა და დამამზადებლის ინსტრუქციის მოთხოვნების დარღვევისას, კერძოდ კი შემდეგი ობიექტები:

ა) გაპოხვის სისტემაში წნევის ვარდნისას;

ბ) საკისრების, ტუმბის კორპუსის, ელექტროძრავას ან ნავთობის ტემპერატურის აწევისას;

გ) შემჭიდროებიდან ნავთობის  გაჟონვისას;

დ) ელექტროძრავის კორპუსში ჭარბი წნევის ვარდნისას;

ე) გაცივების სისტემაში წნევის ვარდნისას;

ვ)  ვიბრაციისას.

4. სატუმბი აგრეგატების  ტექნიკური მომსახურება და რემონტი უნდა წარმოებდეს შესაბამისი სტანდარტის და  ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციის შესაბამისად.

5. ელექტროძრავები, რომლებიც გამოიყენება პროდუქტის  გადასატუმბად, უნდა იყოს აფეთქებაუსაფრთხო შესრულები