1. ოპერატორი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ჭაბურღილი წნევისა და სხვა დატვირთვების მიმართ მდგრადი სიმტკიცის სატუმბო-საკომპრესორო მილების იმ რაოდენობით, რომელიც აუცილებელია განსაზღვრული ოპერაციებისათვის;

ბ) ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეამოწმოს სატუმბო-საკომპრესორო მილების ჰერმეტულობა.

2. ყოველი ჭაბურღილის ათვისება უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ მათში ჩაშვებული სატუმბო-საკომპრესორო მილებით, გარდა სააგენტოს მიერ დამტკიცებული გამონაკლისების