1. განაცხადი მნიშვნელოვან კაპიტალურ რემონტსა და ახალი ჰორიზონტის ათვისებაზე უნდა შეიცავდეს:

ა) ჭაბურღილის დასახელებას და ნომერს, ჭაბურღილის კაპიტალური რემონტის ჩატარების მიმდინარეობის მოკლე აღწერილობას, ჭაბურღილის პირზე მოსალოდნელი წნევისა და ჭაბურღილის კაპიტალური რემონტისათვის საჭირო ხსნარის ტიპისა და სიმკვრივის შესახებ მონაცემების ჩათვლით;

ბ) ჭაბურღილის სქემატურ ნახატს, იმ შემთხვევაში, როცა გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა მიწისქვეშ არსებული მოწყობილობის კონსტრუქციაში, სარემონტო ზონისა და რემონტისას გამოსაყენებელი ახალი მოწყობილობის მითითებით;

გ) წესების 183-ე მუხლით მოთხოვნილ ინფორმაციას, როცა ათვისება მიმდინარეობს გოგირდწყალბადის (H2S) შემცველობის ზონაში.

2. თუ გათვალისწინებულია ახალი ჰორიზონტის ათვისება, ოპერატორმა უნდა წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია:

ა) ადრე ათვისებული პროდუქტიული ზონის ლიკვიდაციის მიზეზი, დამასაბუთებელი მონაცემებითურთ;

ბ) დასკვნა ახალ ზონაში სავარაუდო ან ცნობილი წნევების შესახებ.

3. ამ წესების VII თავში აღნიშნული კაპიტალური რემონტის რუტინული ოპერაციებისათვის, ნებართვა არ არის აუცილებელ