1. ოპერატორმა უნდა გაამაგროს ყველა ჭაბურღილი სამაგრი კოლონის საკმარისი რაოდენობით და გამოიყენოს საკმარისი რაოდენობისა და სათანადო ხარისხის ცემენტი ყოველი კოლონისათვის, იმ მიზნით, რომ აღიკვეთოს ნებისმიერი ფენური ფლუიდის ჭაბურღილის ლულაში გამოდინება, ფენთა შორის გადადინება, დაცული იქნეს მიწისქვეშა მტკნარი, სასმელი ან სამკურნალო წყლები დაბინძურებისაგან, გამაგრდეს შეუცემენტებელი და ფხვიერი ქანები და ამგვარად, უზრუნველყოფილ იქნეს ფენური წნევისა და ფლუიდების კონტროლი.

2. ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ყველა ჭაბურღილის გამაგრება ისეთი სამაგრი კოლონით, რომლებიც, 78-ე მუხლით მოთხოვნილი ჭაბურღილის გამაგრების პროგრამის თანახმად, გაუძლებს გამგლეჯი, გამჭიმავი და გრძივი ღუნვის ძალებით გამოწვეულ მოსალოდნელ დაძაბულობას, შიგა და მთელავ წნევებს, სითბურ ზემოქმედებასა და ყველა ამ ფაქტორის ერთობლივ ზემოქმედებას. მე-15 მუხლის თანახმად, ჭაბურღილის გამაგრების პროგრამაში კოლონების სიმტკიცის მარაგის შერჩეული მნიშვნელობები უნდა უზრუნველყოფდნენ ჭაბურღილის გაკონტროლებას ბურღვის პროცესში და ასევე ოპერაციათა უსაფრთხო წარმართვას ჭაბურღილის ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.

3. თუ გამომჟღავნდა არასაკმარისი დაცემენტების ნიშნები, ოპერატორმა უნდა შეაფასოს დაცემენტების ოპერაციების შესაბამისობა საერთაშორისო ნავთობმრეწველობის პრაქტიკასთან. თუ ჩატარებული შეფასება გამოავლენს დაცემენტების ოპერაციების არასათანადოდ შესრულებას და აქედან გამომდინარე, მათ შესაძლებელ შეუსაბამობაზე მე-80 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან, ოპერატორმა უნდა შეასრულოს განმეორებითი დაცემენტება ან მიიღოს სხვა საჭირო გამოსასწორებელი ზომები საერთაშორისო ნავთობმრეწველობის პრაქტიკის შესაბამისად.

4. ოპერატორმა უნდა ჩაატაროს თითოეული სამაგრი კოლონისა და სადაც საჭიროა, სამაგრი კუდი-კოლონების გამოცდა) საერთაშორისო ნავთობმრეწველობის პრაქტიკის შესაბამისად. ფენური წნევის ანომალური ვარდნისა ან სხვა, გაჟონვის თუ არასწორი შემჭიდროების ჩვენებების გამოვლენისას სამაგრი კოლონა განმეორებით უნდა დაცემენტდეს, გარემონტდეს, ან ჩაშვებულ უნდა იქნეს დამატებითი სამაგრი კოლონა და ისევ ჩატარდეს დაწნეხა, ან ოპერატორმა უნდა განახორციელოს სააგენტოს მიერ დამტკიცებული ალტერნატიული პროგრამა. მიღებული უნდა იქნეს დამატებითი გამოსასწორებელი ზომები მანამ, ვიდრე არ მიიღწევა დაწნეხის დამაკმაყოფილებელი შედეგები.

5. ოპერატორმა უნდა წარუდგინოს სააგენტოს ჭაბურღილის ათვისების ანგარიში, ჭაბურღილის ათვისების ოპერაციების დამთავრებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. ჭაბურღილის ათვისების ანგარიშში, შეძლებისდაგვარად, მოცემული უნდა იყოს:

ა) ჭაბურღილის დასახელება და ნომერი, მისი ათვისების მიმდინარეობის მოკლე აღწერილობით, ჭაბურღილის პირზე წნევის, ფენის გახსნისას გამოყენებული ხსნარების ტიპისა და სიმკვრივის, პერფორაციის მეთოდების, ტიპისა, სიმჭიდროვისა და ფენის დამუშავების შესახებ მონაცემების ჩათვლით;

ბ) ჭაბურღილის სქემატური ნახატი, რომელზედაც მითითებულ იქნება: ჭაბურღილის პირის საშადრევნო არმატურისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობის ზომები და ტექნიკური მახასიათებლები, ასევე პროდუქტიული ზონ(ებ)ის, სამაგრი კოლონისა და ჭაბურღილის ასათვისებლად საჭირო სხვა ჭაბურღილისშიგა მოწყობილობის განლაგება; ყველა სატუმბო-საკომპრესორო მილების კოლონის პარამეტრებისა და ზომების ჩათვლით; დაცემენტების რაოდენობა, ხარისხი და ადგილი;

გ) ელექტრული კაროტაჟის ნაწილობრივი დიაგრამა ათვისების ზონ(ებ)ის მითითებით; ჭაბურღილის გამოცდის მონაცემები, მათ შორის ჭაბურღილის გამოცდის დროს მოპოვებული ნავთობის, გაზისა და წყლის რაოდენობა, ნავთობისა და გაზის გამოთვლილი თანაფარდობა და აგრეთვე, სატუმბო-საკომპრესორო მილებში ჰიდროდინამიური წნევ