განაცხადი ჭაბურღილის ბურღვის ნებართვაზე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ჭაბურღილის პირისა და სანგრევის ჰორიზონტალური პროექციის გეგმას მათი მდებარეობის, გრძედისა და განედის მითითებით, სეკუნდის მეასედების სიზუსტით;

ბ) ტერიტორიის დასახელებას, ბლოკის ნომერს, ჭაბურღილის დასახელებას და ნომერს;

გ) წყლის სიღრმეს ან წყლის ზედაპირის ნიშნულს;

დ) თუ შესაძლებელია, საბურღი დანადგარის დასახელებას და ტიპს;

ე) ბურღვის დაწყების მოსალოდნელ თარიღს;

ვ) იარაღის სიგრძით გამოსახულ ჭაბურღილის საერთო სიღრმეს და ფაქტობრივი ვერტიკალურ სიღრმეს;

ზ) ინტერპრეტირებულ და თუ შესაძლებელია მიგრირებულ სეისმურ პროფილებს, რომლებიც მდებარეობენ ჭაბურღილის სიახლოვეს;

თ) ვერტიკალური ან დახრილი ჭაბურღილის ჭრილს და ჰორიზონტალურ პროექციას.

2. განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს ბურღვის პროგრამას, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს:

ა) ჭაბურღილების კონსტრუქციის იმ კრიტერიუმების მოკლე აღწერილობა, რომლებიც, ოპერატორის აზრით, მნიშვნელოვანია ჭაბურღილის კონტროლისათვის;

ბ) ამოფრქვევის საწინაღმდეგო მოწყობილობის სისტემის მოკლე აღწერილობა;

გ) ჭაბურღილის სამაგრი მილებით გამაგრების პროგრამის მოკლე აღწერილობა;

დ) ცნობილი მიწისქვეშა წყლების ადგილმდებარეობისა და ხასიათის მოკლე აღწერილობა;

ე) გეოლოგიური პროგნოზი;

ვ) საბურღი ხსნარების პროგრამის მოკლე აღწერილობა;

ზ) გოგირდწყალბადის (H2
S) არსებობის პირობებში მუშაობის გეგმა, თუ ასეთ პირობებში მუშაობა შესაძლებელია და თუ ასეთი გეგმა ადრე არ ყოფილა წარდგენილი;

თ) ჭაბურღილის კატეგორიის მითითება (საძიებო, შემფასებელი, საექსპლუატაციო ან სხვა) და მათი შესატყვისობა გეგმასთან.

მუხილ 79. ბურღვით ოპერაციებზე განაცხადის დამტკიცების პროცედურა.

ოპერატორის მიერ განაცხადის წარდგენიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში, სააგენტომ უნდა გააანალიზოს ეს განაცხადი და გაუგზავნოს ოპერატორს განაცხადის დამტკიცების წერილობითი შეტყობინება მასზედ, შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი განაცხდი ხელშეკრულებას, კანონს ამ წესებს და დამტკიცებულ გეგმას. იმ ჭაბურღილების მიმართ, რომელთა ადგილმდებარეობა კონკრეტულად განისაზღვრა ძებნა-ძიების, შეფასების ან დამუშავების გეგმაში, და როცა ოპერაციების ჩასატარებლად აუცილებელია სახელშეკრულებო ფართობზე განთავსებული საბურღი დანადგარის გამოყენება, სააგენტომ უნდა წარუდგინოს ასეთი შეტყობინება ოპერატორს განაცხადის გაკეთებიდან 24 საათის განმავლობაში წერილობითი ან ზეპირი ფორმით, დაუყოვნებლივ წერილობითი ნებართვის გაგზავნით. განაცხადი ბურღვის ნებართვაზე უნდა წარმოადგენდეს შემოთავაზებულ შესწორებას შესაბამის გეგმაში და ასეთი განაცხადი, დამტკიცების შემთხვევაში, ასევე წარმოადგენს ზემოთ ხსენებული გეგმის შესაბამისობის დასკვნას, რაც დადგენილია XIV, XVIII, ან XXIX თავებშ