1. საბურღი ხსნარის რაოდენობა, პარამეტრები, გამოყენება და გაზომვის პროცედურები, ისევე როგორც ბურღვის მიმდინარეობა უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ისე, რომ გამოირიცხოს ჭაბურღილზე კონტროლის დაკარგვა და ამავე დროს უზრუნველყოფილ იქნეს ჭაბურღილის ლულის საჭირო მდგომარეობა და გავლილი ფენების სათანადოდ შეფასების შესაძლებლობა. საბურღი ხსნარის მომზადება და მისი ცირკულაცია უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ნავთობმრეწველობის პრაქტიკის შესაბამისად. ოპერატორს ჭაბურღილის ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს საბურღი ხსნარის, მისი კომპონენტებისა და დანამატების საკმარისი მარაგი იმისათვის, რომ მე-15 მუხლის შესაბამისად, მუდმივად აკონტროლოს ჭაბურღილი.

2. საბურღ მოედანზე ყოველთვის უნდა იყოს საბურღი ხსნარის ანალიზისა და მონიტორინგის მოწყობილობა. საბურღი ხსნარის ანალიზი უნდა ჩატარდეს ბურღვის პირობების მოთხოვნათა შესაბამისად. საბურღი ხსნარის პარამეტრების შემოწმება უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ნავთობმრეწველობის პრაქტიკის შესაბამისად და უნდა მოიცავდეს ხსნარის სიმკვრივის, სიბლანტის, "საბურღი გელის" სტაბილურობის გაზომვებს, აგრეთვე სხვა გაზომვებს, რომელთა ჩატარებასაც ოპერატორი ჩათვლის საჭიროდ. საბურღი ხსნარის სეპარატორი და დეგაზატორი უნდა დამონტაჟდეს საბურღი ხსნარის სისტემაში, ჭაბურღილებში კონდუქტორის ჩაშვების შემდეგ. ეს მოწყობილობა გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს ყოველი მომდევნო ჭაბურღილის ბურღვისათვის.

თავი XXIII

ჭაბურღილის მნიშვნელოვანი კაპიტალური რემონტი და ახალი ჰორიზონტის ათვისე