1. ხელის ელექტრობურღის სახელურები და ვენტილატორის სახურავი, აგრეთვე, ის ნაწილები, რომლებთანაც მბურღავი კონტაქტშია ბურღვის პროცესში, დაცული უნდა იყოს საიმედო საიზოლაციო საფრით. საბურღი მანქანის ყველა დენგამტარი ნაწილი უნდა იყოს დამიწებული. .

2. დაუშვებელია ბურღის კორპუსის გახურება 60-700-ზე ზევით. გორგოლაჭები უნდა შეიზეთოს ძნელდნობადი კონსისტენტური საზეთით.

3. შპურში საბურღი შტანგის გაწყვეტის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები. შტანგის უეცარი გაწყვეტისას აკრძალულია ჭაბურღილის პირთან ყოფნა.

4. საბურღი მანქანისა და იარაღის დათვალიერება, შემოწმება, მიმდინარე რემონტი და გამართვა შეიძლება მხოლოდ მანქანის ქსელიდან გამორთვისა და ძრავას მთლიანად გაჩერების შემდეგ, საქარხნო ინსტრუქციების მოთხოვნათა შესაბამისად.

5. ბურღვის დროს წარმოქმნილი მტვრის ჩასახშობად უნდა განხორციელდეს სპეციალური ღონისძიებები.

6. საბურღი ჩაქუჩის მუშაობის დროს წარმოქმნილი ხმაურის ჩასახშობად გამოყენებული უნდა იქნეს დაცვის ინდივიდუალური საშუალებებ